დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უახლოეს პერიოდში დაინიშნება ეს კანონი ნაკლებად აქტუალური გახდება - პაატა კვიჟინაძე პრეზიდენტის ვეტოზე

თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უახლოეს პერიოდში დაინიშნება ეს კანონი ნაკლებად აქტუალური გახდება - პაატა კვიჟინაძე პრეზიდენტის ვეტოზე

2023-02-24 13:25:19

თუ პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს წარადგენს და მათთან ერთად შეთანხმდება ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურაზე, ეს კანონი ნაკლებად აქტუალური იქნება, -  ამის შესახებ Business Insider Georgia-ს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პაატა კვიჟინაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მანამდე პრეზიდენტი და საპარლამენტო ოპოზიციაც თანხმდებოდა, რომ ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები საჭირო იყო. 

„პრეზიდენტმა მე-15 მუხლის მეორე პუნქტი პრაქტიკულად დატოვა, რაც გულისხმობს იმას, რომ, თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი ვერ ასრულებენ მოვალეობას საბჭომ ამ ფუნქციის შესრულება სხვა ვიცე-პრეზიდენტს დაავალოს, ხოლო პირველი ვიცე -პრეზიდენტის ფუნქცია საერთოდ ამოაგდო“, - აცხადებს კვიჟინაძე.

Business Insider Georgia-ს კითხვაზე, გეგმავს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ასე უპასუხა: 

„დავძლევთ ვეტოს, თუ დავეთანხმებით პრეზიდენტს ამას გუნდი გადაწყვეტს“. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით 9 თებერვალს დაამტკიცა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები