დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ტურისტული კომპანიები ებრაულენოვან გიდებზე „ნადირობენ“ – „აჭარა ტური“

ტურისტული კომპანიები ებრაულენოვან გიდებზე „ნადირობენ“ – „აჭარა ტური“

2023-03-18 19:30:00

ტუროპერატორი „აჭარა ტური“ ებრაულ/ინგლისურ ენოვან გიდებსა და ტრანსფერის მენეჯერებს ეძებს.

„აჭარა ტურის“ ხელმძღვანელმა ირაკლი თავართქილაძემ Business Insider Georgia-თან განაცხადა, რომ ტურისტული კომპანიები ებრულენოვან გიდებზე ფაქტობრივად „ნადირობენ“, რადგან ბაზარზე ამ სერვისზე მოთხოვნა გაიზარდა.

„განსაკუთრებით მოთხოვნაა ინგლისურენოვან და ებრაულენოვან გიდებზე. ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები გაიზარდა. წელს ტურისტების გაორმაგებულ ნაკადს ველოდებით ისრაელიდან. მნიშვნელოვანია ებრაულენოვანი თანამშრომლების მოზიდვა. ვფიქრობთ, პროფესიონალი კადრები საკმაოდ მაღალი ანაზღაურების შემთხვევაში დაგვთანხმდებიან“,- აცხადებს თავართქილაძე.

ამასთან „აჭარა ტურის“ ხელმძღვანელი Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე ივრითს ეუფლება.

„ისრაელთან კარგახანია მჭიდრო ტურისტული მიმართულება გაქვს. უკვე ძალიან ბევრი ადამიანი ეუფლება ებრაულ ენას (საქართველოს მოქალაქეები), ასევე ბევრი ჩამოდის უცხოეთიდან, ან ისრაელიდან, რომლებიც ებრაულ ენას ფლობენ.  ტურისტული კომპანიების მხრიდან, რომლებიც ისრაელის მიმართულებაზე მუშაობენ, სწორედ ამ ადამიანებზე მიდის ახლა „ნადირობა“ , - ამბობს თავართქილაძე.

ამასთან, „აჭარა ტურის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ 2023 წელს ისრაელიდან ტურისტული ნაკადი გაიზრდება.

„აჭარა ტურის“ მაგალითზე გეტყვით, რომ მარტის ბოლოდან ნოემბრის ბოლომდე უკვე დაკონტრაქტებული გაქვს ჩარტერული რეისები. კვირაში სულ მცირე 400 ტურისტს ველოდებით და 6 ფრენა განხორციელდება“, - ამბობს თავართქილაძე.

„აჭარა ტურის“ ინფორმაციით, ტურ-ოპერატორი ჩარტერული რეისების შესრულებაზე აქტიურად თანამშრომლობს ისრაელის ავიაკომპანიებთან: Israir Airlines-თან, Arkia Israel Airlines-თან და Sundor-თან. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

11 საათის წინ

11 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები