დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრია დადებითი დინამიკით განვითარებასა და აღდგენას განაგრძობს - მარიამ ქვრივიშვილი

ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრია დადებითი დინამიკით განვითარებასა და აღდგენას განაგრძობს - მარიამ ქვრივიშვილი

2023-04-13 17:15:07

ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრია განაგრძობს ძალიან დადებითი დინამიკით განვითარებას და აღდგენას, - ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა გააკეთა.

მისი განმარტებით, იზრდება პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა სტრატეგიულ სამიზნე ქვეყნებში.

„სასიხარულოა, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უმასპინძლა 1 მლნ 200 ათასზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს. ეს ნიშნავს, რომ ტურისტული ვიზიტები ჩვენ შევძელით და ერთობლივი ძალებით აღვადგინეთ 95%-ით, თუ კი შევედრებით კოვიდ-პანდემიამდე არსებულ მონაცემებს. მნიშვნელოვანი წინსვლა გაქვს ბაზრების დივერსიფიკაციაში.

აღნიშნულ ციფრებში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს იმ მოგზაურებმა, რომლებიც ჩამოვიდნენ პოლონეთიდან, ისრაელიდან, აშშ-დან, ყაზახეთიდან. ჩვენ რა თქმა უნდა განვაგრძობთ დივერსიფიკაციის პოლიტიკას, განსაკუთრებით გამოვყოფდი გერმანიის ტურისტულ ბაზარს, საიდანაც განსაკუთრებით მზარდია ტურისტული ვიზიტები და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლები ჩვენს ქვეყანაში.

ტურიზმის დინამიკის კვალდაკვალ ნარჩუნდება დადებითი დინამიკა ავიაციის ინდუსტრიაში. მნიშვნელოვანია, რომ იზრდება პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩვენთვის სტრატეგიულ სამიზნე ქვეყნებში. განსაკუთრებით გამოსაყოფია ევროკავშირის წევრი ქვეყნები. სასიხარულოა, რომ კოვიდ-პანდემიამდელ მაჩვენებლებთან მიმართებაში ავიარეისების რაოდენობა 22%-ითაა გაზრდილი. რაც დადებითა აისახება ჩვენი ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის განვითარებაზე ისევე როგორც ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაზე“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

იგივე თემაზე: 

საქართველოს პირველ კვარტალში 1 208 462 საერთაშორისო მოგზაური ეწვია

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები