დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თურქეთის ელჩი: საქართველო ერთ-ერთ პირველი იყო, რომელმაც დახმარებაზე თხოვნას სწრაფად უპასუხა

თურქეთის ელჩი: საქართველო ერთ-ერთ პირველი იყო, რომელმაც დახმარებაზე თხოვნას სწრაფად უპასუხა

2023-02-09 13:14:07

საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც დახმარებაზე თურქეთის თხოვნას გამოეხმაურა და სამძებრო-სამაშველო ჯგუფების ორგანიზება განახორციელა. შესაბამისი განცხადება საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ალი ქაან ორბაიმ გააკეთა.

„ჩვენი მეზობელი, ძველი მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი, მოძმე საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც დახმარებაზე ჩვენს თხოვნას გამოეხმაურა. იმავე დღეს, როდესაც მიწისძვრა მოხდა, რამდენიმე საათში საქართველოს საგანგებო სიტუაციების სამსახურმა სამძებრო-სამაშველო ჯგუფების ორგანიზება განახორციელა. როგორც მაცნობეს, მათ უკვე გადაარჩინეს ადამიანი, 21 წლის ახალგაზრდა ქალი და მათი იქ ყოფნა იმედის სხივია ხალხისთვის ადიამანში“, – აღნიშნა თურქეთის ელჩმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

6 თებერვალს სამხრეთ თურქეთში 7,7-7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შემდეგ თურქეთში ათასზე მეტი მცირე სიძლიერის განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები