დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თურქეთის საფონდო ბირჟამ 24 წლის განმავლობაში პირველად, მუშაობა შეაჩერა

თურქეთის საფონდო ბირჟამ 24 წლის განმავლობაში პირველად, მუშაობა შეაჩერა

2023-02-08 14:33:45

თურქეთის საფონდო ბირჟამ აქციების ფასების დაცემის შემდეგ ვაჭრობა შეაჩერა.

ეს 24 წლის განმავლობაში, პირველი პრეცედენტია.

Reuters-ის ცნობით, ვაჭრობის პირველ საათში აქციების ფასი 7%-ით დაეცა.

ბირჟის საშუალო Borsa Istanbul 100 ინდექსი 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, ყველაზე დაბალ ნიშნულს უახლოვდება, რადგან კვირის დასაწყისში ძლიერი მიწისძვრების შემდეგ, აქციების გაყიდვის ტემპი გაიზარდა.

აქტივების მართვის კომპანია Marmara Capital-ის დამფუძნებლის, ჰაიდარ აკუნის თქმით, მსგავსი კატასტროფების დროს, ინვესტორების დასაცავად, საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის შეჩერება საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

ამ დროისთვის თურქეთის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის განახლების დრო უცნობია.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები