დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თურქეთში, სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

თურქეთში, სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

2023-02-10 13:28:59

თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ქალაქ ისქენდერუნში საქართველოს კიდევ ერთი მოქალქე მ.შ. გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

თურქეთში საქართველოს საელჩოში არსებული ინფორმაციით, ცხედარი პროზექტურაშია გადაყვანილი.

ამ დროისთვის თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპული საქართველოს ოთხი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18 342-მდე გაიზარდა, დაშავებულია 74 242 ადამიანი.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები