დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თუშეთის ტურისტული სეზონი ბადაგონის სახლში „თუშური კულტურის დღით“ იხსნება

თუშეთის ტურისტული სეზონი ბადაგონის სახლში „თუშური კულტურის დღით“ იხსნება

2023-06-08 16:00:33

თუშეთის ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, 10 ივნისს ბადაგონის სახლში, ალავერდთან - ღონისძიება „თუშური კულტურის დღე“ იმართება.

„ღონისძიების მიზანია თუშეთის ტურისტული სეზონის ხელშეწყობა, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების მხარდაჭერა, მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, თუშური ტრადიციული სამზარეულოსა და ადგილობრივი ხელსაქმის პოპულარიზაცია“, - აცახდებენ კომპანიაში.

სტუმრებს საშუალება ექნებათ: გაეცნონ თუშურ წეს-ჩვეულებებსა და ხელოვნებას. მოისმინონ ტრადიციული ფოლკლორის ნიმუშები; ადგილზე დააგემოვნონ ბადაგონის რესტორნის შეფის, ნატა ბაიხოიძის მიერ მომზადებული თუშური ტრადიციული კერძები. (კოტორი, ხავიწი, გორდილა, ერბოან ყვა, ყაღი და ა.შ) და თავადაც ჩაერთონ მომზადების პროცესში.

გაეცნონ თუშ მეწარმეებს და მათ პროდუქციას. გაეცნონ ტრადიციულ თუშურ ხელსაქმეს.

ღონისძიების მხარდამჭერია ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია, თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია და ბადაგონის სახლი.

„ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთად ზრუნავენ თუშური კულტურისა და ადგილობრივი ტრადიციული სამზარეულოს პოპულარიზაციაზეა“, - აცხადებენ კომპანიაში.

ღონისძიებაზე მოწვეულია ადგილობრივი ხელისუფლება კახეთის გუბერნია, გარემოს დაცვის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, DMO კახეთი, დონორი ორგანიზაციები რომლებიც მუშაობენ რეგიონის განვითარებაზე - USAID, USAID -ის ზრდა პროექტი, USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, კავკასიის ბუნების ფონდი (CNF), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობა (GIZ), ჩეხეთის განვითარების სააგენტო, თუშეთის განვითარების ფონდი, ტურიზმის ასოციაციები (GEA, GITOA, GTA), ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანა, კერძო ბიზნესის წარმომადგენლები. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

4 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები