დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უძრავი ქონების კვირეულის ფარგლებში საქართველოს  17 ქვეყნიდან 60-მდე სტუმარი ეწვევა - ვაჟა მებაღიშვილი

უძრავი ქონების კვირეულის ფარგლებში საქართველოს 17 ქვეყნიდან 60-მდე სტუმარი ეწვევა - ვაჟა მებაღიშვილი

2023-04-25 19:10:04

 

საქართველოს უძრავი ქონების ასოციაცია ევროპელ კოლეგებს მასპინძლობს. სტუმრები თბილისში რეალტორთა საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმყოფებიან. ღონისძიება 28 აპრილს ოფიციალურად გაიხსნება.

როგორც საქართველოს უძრავი ქონების ასოციაციის ხელმძღვანელი ვაჟა მებაღიშვილი Business Insider Georgia - თან ამბობს, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ საქართველოს საინვესტიციო გარემოთი რუსების გარდა, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც დააინტერესონ და გააფართოონ თვალსაწიერი, რაც სექტორს მდგრად განვითარებაში დაეხმარება.

„რამდენიმე დღეში ამერიკის რეალტორთა ასოციაციის პრეზიდენტი ჩამოდის. მათ ჰყავთ დაახლოებით 1,6 მილიონი წევრი, 70 ქვეყანას და მთლიანად აშშ-ს წარმოადგენენ. ღონისძიების ფარგლებში გვეწვევა ასევე ევროპის რეალტორთა ასოციაციის პრეზიდენტი და ბევრი საინტერესო ადამიანი, რომლებიც განვითარებული ქვეყნების ბაზარზე ოპერირებენ.

მნიშვნელოვანი ყოველწლიური ღონისძიებაა, ზუსტად იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს საინვესტიციო გარემო, რუსების გარდა, სხვა ქვეყნების ინვესტორებიც აქტიურად შემოვიდნენ ბაზარზე და დაიმკვიდრონ ადგილი, ღონისძიება ამ მიზანს ემსახურება.

ამ მომენტშიც ევროპელ კოლეგებს ვმასპინძლობთ ბათუმში. 2021 წელს 3 ლატვიელი კოლეგა გვსტუმრობდა. შარშან ანალოგიური ღონისძიების ფარგლებში 20 ადამიანი გვეწვია და წელს - 25 გვსტუმრობს. ეს მოწმობს, რომ მატულობს ინტერესი და საქართველოს საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობა იზრდება", - ამბობს ვაჟა მებაღიშვილი.

მისი ინფორმაციით, უძრავი ქონების კვირეულის ფარგლებში საქართველოს 17 ქვეყნიდან 60-მდე სტუმარი ეწვევა.

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან, ასევე სექტორის წარმომადგენლებთან და პანელური დისკუსია. ღონისძიება ხელს უწყობს უძრავი ქონების სექტორის განვითარებას, რაც გულისხმობს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის საერთაშორისო პარტნიორებისთვის გაცნობას. ხოლო ბიზნესისთვის გაყიდვების ხელშეწყობას, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე.

იგივე თემაზე: 

უძრავი ქონების კვირეული ყველაზე მასშტაბური იქნება, რაც კი აქამდე გამართულა - რესან ქიქავა

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

7 საათის წინ

7 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები