დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვინ და სად ყიდის ქართულ ოქროს

ვინ და სად ყიდის ქართულ ოქროს

2023-03-05 18:00:57

Business Insider Georgia-თვის საქსტატის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად - დამუშავებული ან ნახევრად დამუშავებული ან ფხვნილის სახით საქართველოდან ოქრო ექსპორტზე 2022 წელს 5-მა კომპანიამ გაიტანა.

კომპანიების სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით:

  • შპს RMG Gold
  • შპს ავაზა შპს
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესი
  • შპს სასწორი
  • შპს ჯითიჯი ჯგუფი

რაც შეეხება ექსპორტზე გატანილ მოცულობას, 2022 წელს საქართველოდან უცხოეთის ბაზრებზე  $81,476.7 ათასის ღირებულების ოქრო (დამუშავებული ან ნახევრად დამუშავებული ან ფხვნილის სახით) გავიდა. 2021 წელს კი  $64,220.3 ათასის ღირებულების ოქრო ექსპორტირდა.

საქართველოდან ოქრო (დამუშავებული ან ნახევრად დამუშავებული ან ფხვნილის სახით) 2021-22 წლებში ოთხ ქვეყანაში გავიდა.

  • შვეიცარია -  2021 წელს -$ 61 მილიონ 388.9 ათასი; 2022 წელს - $76 მილიონ 489.9 ათასი;
  • გერმანია  -   2021 წელს - $1 მილიონ 545.3 ათასი; 2022 წელს - $2 მილიონ 631.8 ათასი;
  • თურქეთი  - 2021 წელს - $ 241.9 ათასი; 2022 წელს - $1 მილიონ 234.1 ათასი;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები  2021 წელს - $1 მილიონ 044.2 ათასი; 2022 წელს-$ 1 მილიონ 121.0 ათსი. 

ამასთან, 2022 წელს საქართველოდან უცხოეთის ოთხ ბაზარზე, დამუშავებული ან ნახევრად დამუშავებული ან ფხვნილის სახით $17 მილიონ 256.2 -ის ღირებულებით მეტი ოქრო გავიდა.

ექსპორტში შვეიცარია პირველია. 2021 წელთან შედარებით საქართველოდან ოქროს ექსპორტი გაზრდილია გერმანიაში, თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები