დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვინ ფლობს საქართველოში ბრუნვის მიხედვით ყველაზე დიდ სააფთიაქო ქსელებს

ვინ ფლობს საქართველოში ბრუნვის მიხედვით ყველაზე დიდ სააფთიაქო ქსელებს

2023-05-12 00:09:14

საქართველოში ბრუნვის მიხედვით ყველაზე დიდი სააფთიაქო ქსელები ცნობილია. 

საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP 5 სააფთიაქო ქსელი გამოიკვეთა: 

შპს იმპექსფარმი

შპს ავერსი-ფარმა

სს გეფა

შპს პსპ ფარმა

შპს ფარმაცევტული სახლი +

(ობიექტები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

საჯარო რეესტრის მონაცეებით, შპს იმპექსფარმი 1999 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100% დავით კოხრეიძე ფლობს. 

შპს ავერსი-ფარმა 1999 წელს დაფძნდა. კომპანიის 67 % პაატა კურტანიძე, ხოლო 33% ნიკოლოზ კურტანიძე ფლობს. 

სს გეფა-ს სამეთვალყურეო საბჭო მართავს. თავმჯდომარე/წევრი: ირაკლი გოგია, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: გიორგი გორდაძე, წევრი: ანდრო თევზაძე. დირექტორატი: საოპერაციო დირექტორი - მიხეილ აბრამიძე, ერთპიროვნული გენერალური დირექტორი - დავითი სულაბერიძეა. განთავსებული კაპიტალი 121 623.26 ლარია. 

შპს პსპ ფარმა -  კომპანია PSP დაარსდა 1994 წელს, ხოლო 2002 წელს შპს პსპ ფარმა დაფუძნდა. კომპანიაში თენგიზ ჯამელაშვილი - 5% ფლობს; ხოლო ვაჟა ოქრიაშვილი, 95% განკარგავს. . 

შპს ფარმაცევტული სახლი +  2007 წელს დაფუძნდა. კომპანიაში ნიკოლოზ შარიქაძე 10%, ხოლო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს ავტოგრაფი 90%-ს ფლობს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები