დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვინ ფლობს საქართველოში ბრუნვის მიხედვით ყველაზე დიდ საწვავის სადისტრიბუციო ქსელებს

ვინ ფლობს საქართველოში ბრუნვის მიხედვით ყველაზე დიდ საწვავის სადისტრიბუციო ქსელებს

2023-05-06 11:00:40

საქართველოში ბრუნვის მიხედვით ყველაზე დიდი ბენზინგასამართი სადგურების ქსელები ცნობილია. 

საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP 5 ბენზინგასამართი სადგურების ქსელი გამოიკვეთა: 

  • სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია
  • შპს ლუკოილ-ჯორჯია
  • შპს რომპეტროლ საქართველო
  • შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია
  • შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი

(ობიექტები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

საჯარო რეესტრის მონაცეებით, „სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია” 2000 წელს დაფუძნდა, თავდაპირველად მისი სახელი “კანარგო სტანდარტ ოილი პროდაქტსი”. “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია” სააქციო საზოგადოებაა და საჯარო რეესტრში შემდეგი მონაცემი ფიქსირდება:  „სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა სამსონ ფხაკაძე, წევრი: ლევან ფხაკაძე და  ნუგზარ აბრამიშვილი. ხოლო კომპანიის დირექტორია ვასილ ხორავა.  მანამდე, აუდიტის დასკვნის თანახმად, წილობრივი მონაწილეობა ასეთი იყო - ლევან ფხაკაძე 35.77%; სოსო ფხაკაძე 30.98%; გიორგი რამიშვილი 15.50%; ნუგზარ აბრამიშვილი 8.25%; ალექსი თოფურია 7.12% და დევიდ ბორგერი 2.38%. 

შპს ლუკოილ-ჯორჯიას - 100% საჯარო რეესტრის მონაცემებით, სააქციო საზოგადოება LITASCO, CHE-100.738.922 /შვეიცარია/ ფლობს. კომპანიის დირექტორია ზაურ ჯალილოვი ( აზერბაიჯანის მოქალაქე), ხოლო მმართველი ორგანო საერთო კრება.

შპს რომპეტროლ საქართველოს 100% - ქეიემჯი ინტერნეიშნალ ენ.ვი., 808283662, 24297754 /ნიდერლანდები/ ფლობს.  დირექტორთა საბჭო - თავმჯდომარე/წევრი: დუმიტრუ კატალინი, /რუმინეთი/, წევრი: ტლეკ მაულეშევი, /ყაზახეთი/ და წევრი ისკანდერ აბდინაიტოვი /ყაზახეთი/  კომპანიის გენერალური დირექტორია - ყაზახეთის მოქალაქე ტლეკ მაულეშევი. 

შპს სან პეტროლიუმ ჯორჯიას 100% - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება Energy Investment Venture Holdings, 4916402 /აშშ/ ფლობს. კომპანიის დირექტორია ქრეიგ სთივენ ქრამერი, რმელიც აშშ-ს მოქალაქეა. 

შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სოკარ ენერჯი ჯორჯია ფლობს. კომპანიის დირექტორია ნოდარ ყანჩაველი. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები