დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვინ სწავლობს საქართველოში იოგას და როგორია მოთხოვნა პროფესიულ კადრებზე - „იოგას აკადემია“

ვინ სწავლობს საქართველოში იოგას და როგორია მოთხოვნა პროფესიულ კადრებზე - „იოგას აკადემია“

2023-05-08 16:00:38

იოგას მიმართ ინტერესი ყოველწლიურად მზარდია. მოდელი, რომელიც ბოლო წლებში საქართველოსა და ზოგადად განვითარებული ქვეყნების ბაზრებზე შემუშავდა, თანამედროვე მეცნიერებასთან შესაბამისობაშია და მაქსიმალურად პასუხობს იმ სტანდარტს, რასაც თანამედროვეები იოგასთან მიმართებით აწესებენ.

საქართველოში იოგას ფედერაციის დამფუძნებელი გიორგი ბერძენიშვილი ამბობს, რომ „იოგას აკადემია“ ერთადერთია, რომელიც ინსტრუქტორებს ამზადებს. პარალელურად არსებობს კურსები მოყვარულთათვის. ამ კურსებს ადამიანები ძირითადად ჯანმრთელობისა და გონებრივი დასვენების მიზნით გადიან.

„იოგას აკადემიაში“ კურსდამთავრებულების ნახევარი დასაქმებულია. სრული კურსი 150 -მდე ადამიანმა გაიარა.

გვქონდა მოტივაცია, რომ სერვისი რეგიონებშიც ხელმისაწვდომი გაგვეხადა, ამიტომ საქართველოს რამდენიმე ქალაქში - გორში, ზუგდიდში, ბათუმსა და ხაშურში იოგას, ჩვენს მიერ მომზადებულ ინსტრუქტორები ასწავლიან. ნაწილი ფიტნეს-ცენტრებში დასაქმდა.

როგორც წესი, იოგას აქვს რელიგიური ფესვები, ჩვენ გვინდა მსურველებს ისეთი სახით შევთავაზოთ, რაც თანამედროვე მეცნიერებასთან შესაბამისობაშია.

არის შემთხვევები, როცა ადამიანები იოგასა და თავიანთი პროფესიის სინთეზს ახდენენ. ამ მხრივ განსაკუთრებით ფსიქოლოგები არიან დაინტერესებულნი, რასაც მერე თავიანთ საქმიანობაში იყენებენ. იოგას პროგრამა, თარგმნილია და ჩვენს მიერ შემუშავებულია, რაც ზოგადი განათლების ბაზისი - ანატომიასაც მოიცავს და იოგას ფილოსოფიასაც", - განმარტავს გიორგი ბერძენიშვილი Busines sInsider Georgia- თან.

თანამედროვე იოგა რელიგიურ ფესვებს ცოტა მოწყვეტილია, ტანვარჯიშსა და დასვენებაზე ორიენტირებული სისტემაა, რათა ადამიანის გონებამ დაისვენოს. იოგას აკადემიის სწავლების კურსში არის ფილოსოფია და ისტორიაც.

„იოგას ქართველი მიმდევრების 50-75% ამ საქმეს პროფესიულად უდგება და ცდილობს დასაქმდეს. 25%-ს ფილოსოფია, კერძოდ, ძველი ფილოსოფიური ტექსტების შესწავლა აინტერესებს.

ყველაზე დიდი პრობლემა თანამედროვე იოგაში ისაა, რომ რთულია გარჩევა, რა არის გამოგონილი და რა - ტრადიციული. გამოგონილი - თანამედროვე ბაზარზე მორგებული იოგაა. ანატომიის წყარო, რითაც მსოფლიო ხელმძღვანელობს, ამერიკულია. ინდური მედიცინა ამ დონემდე არ იყო განვითარებული. ინდური ფესვები არქაულ ტექსტებად შემორჩა, რითაც რეალურად ვერავინ იხელმძღვანელებს", - ამბობს ბერძენიშვილი.

მისი ინფორმაციით, იოგას აკადემიის აქტიური საქმიანობა პანდემიის პერიოდს უკავშირდება და მალევე გამოიწვია დიდი ინტერესი.

მოთხოვნა წლიდან-წლამდე დაახლოებით 20%-ით მატულობს.

აკადემიას 150-მდე კურსდამთავრებული ჰყავს, აქედან 70 ადამიანი საქართველოს სხვადასხვა ცენტრში ინსტრუქტორის პოზიციაზე დასაქმდა.

იოგას აკადემია სწავლების 3-თვიან კურსს მოიცავს, რომლის გადასახადიც 2000 ლარია. რაც შეეხება სამოყვარულო კურსებს, ყოველთვიური ტარიფი 100-200 ლარის ფარგლებშია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

10 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები