დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვიწყებთ ქალაქების და კურორტების განვითარების მასშტაბურ პროგრამას, რომლისთვისაც მილიარდი ლარი გამოიყოფა - ირაკლი ღარიბაშვილი

ვიწყებთ ქალაქების და კურორტების განვითარების მასშტაბურ პროგრამას, რომლისთვისაც მილიარდი ლარი გამოიყოფა - ირაკლი ღარიბაშვილი

2023-04-18 14:30:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამისთვის ერთი მილიარდი ლარი გამოიყოფა, შერჩეულია 11 ლოკაცია და სამუშაოები მალე დაიწყება.

„ორი წლის წინ დავიწყეთ ყველა მუნიციპალიტეტში ურბანული განახლების პროგრამა. 63 მუნიციპალიტეტში ჩატარდა აღნიშნული სამუშაოები. განახლდა საზოგადოებრივი ცენტრები, მოეწყო სკვერები.

ამ პროგრამისთვის გახსოვთ, რომ ჩვენ 500 მილიონი ლარი გამოვყავით. ჯერ კიდევ მზადდება რამდენიმე მუნიციპალიტეტში პროგრამა. ახლა ჩვენ ვიწყებთ უფრო მასშტაბურ პროგრამას, ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამას, რომელიც იქნება ხუთწლიანი და ბიუჯეტიდან იქნება გამოყოფილი ერთი მილიარდი ლარი. ჩვენ ამ მიზნით გვაქვს უკვე გამოყოფილი წელს 200 მილიონი ლარი. შერჩეული გვაქვს 11 მდებარეობა, ლოკაცია.

ეს არის ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა, მესტია და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მოხდება საუკეთესო არქიტექტორების, მშენებლების შერჩევა, ჩაუტარდება შენობებს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია

„ასევე განახლდება, რეკრეაციული სივრცეები და ახალი ტურისტული ატრაქციები შეიქმნება. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ ჩვენი ქვეყანა ეტაპობრივად გარდავქმნათ ევროპული ტიპის სახელმწიფოდ. ეს უნდა იყოს კარგად მოვლილი, განვითარებული, ლამაზი სახელმწიფო, ქალაქები, რაიონები, სოფლები ეს არის ჩვენი გეგმა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები