დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
,,ვოლტის“ კურიერები პროტესტს განაგრძობენ

,,ვოლტის“ კურიერები პროტესტს განაგრძობენ

2023-02-16 19:05:48

„არ გავჩერდებით, არ დავნებდებით!“ - აცხადებენ ,,ვოლტის" კურიერები პროტესტის მეორე დღეს და უწყვეტი პროტესტის რეჟიმში რჩებიან.

როგორც Business Insider Georgia-სთან აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, კურიერი რატი კალმახელიძე აცხადებს, მათი მოთხოვნები უცვლელია. მისივე თქმით, მიუღებელია ის პოზიცია, რასაც კომპანიის წარმომადგენლები ავლენენ კოლექტიური მოლაპარაკებების მიმართ, რადგან შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია.

„ჩვენ გვინდა კოლექტიური მოლაპარაკება გაიმართოს, რაზეც კომპანიამ კურიერების დამამცირებელი განცხადება გაავრცელა.

გაირკვა, რომ ,,ვოლტ ჯორჯიას" წარმოუდგენლად მიაჩნია საკონფერენციო დარბაზში მოლაპარაკებების წარმოება მისი პარტნიორი ყველა კურიერის თანდასწრებით. კონსტრუქციულ რეჟიმში დიალოგის წარმართვა სავსებით შესაძლებელია და ჩვენი ეს მოთხოვნა ლოგიკურია, არაფერი შეუძლებელი ჩვენ არ მოგვითხოვია", - ამბობს კალმახელიძე და დასძენს, რომ გაფიცული კურიერები მხარდაჭერას ევროპარლამენტისგანაც ითხოვენ.

„მივმართავთ ევროპარლამენტს, შეისწავლონ საკითხი და რაც შეიძლება დროულად დაგვიჭიროთ მხარი ამ უსამართლო და მართლაც დესტრუქციულ სისტემასთან ბრძოლაში. მით უფრო, რომ ვოლტ ჯორჯიას 100%-იანი წილის მფლობელია ვოლტ ფინეთი. წარმოუდგენელია, რომ ფინური კომპანიის ქართული ფილიალი საქართველოში არამარტო შეურაცხყოფს ადამიანებს და მათი შრომით უფლებებს, არამედ დაკავებულია ადამიანების დევნით და დისკრიმინაციით", - აღნიშნავს რატი კალმახელიძე Business Insider Georgia-სთან. 

გაფიცულმა კურიერებმა პროტესტთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ღირსეულ ანაზღაურებას არა მომხმარებლების, არამედ კომპანიის მაღალი მოგების ხარჯზე ითხოვენ: 

მოთხოვნებს შორისაა დირექტორ ნატალია ხიზანიშვილისა და ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი ჯაკობიას ვოლტ ჯორჯიადან (მფლობელი ვოლტ ფინეთი) გათავისუფლება, რომელთაც სხვადასხვა დროს კურიერების ანტიკონსტიტუციური დევნა-შევიწროებაში ადანაშაულებენ.

შეგახსენებთ, რომ ,,ვოლტის" კურიერების აქცია 15 თებერვალს დაიწყო. აქციას მხარს უჭერენ და სოლიდარობას უცხადებენ ცნობილი სახეები, მათ შორის, სტეფანე მღებრიშვილი, თამადა, ერეკლე დეისაძე, ვინდა ფოლიო, ნატალია ბერიძე, ნიკა მაჩაიძე და სხვები.

პროტესტი გრძელდება. კურიერები და ქართველი საზოგადოება ,,ვოლტ ჯორჯიას" ოფისთან შეიკრიბება კვირაში ერთხელ - ყოველ კვირა დღეს, 14:00-ზე, ი. აბაშიძის 38-ში, რადგან მასზე დასწრება მხარდამჭერებმა უფრო თავისუფლად შეძლონ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

8 საათის წინ

8 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები