დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვოლტის მიერ კურიერებისათვის ანაზღაურების სახით გაცემული თანხა წლიდან წლამდე იზრდება - ვოლტ საქართველო

ვოლტის მიერ კურიერებისათვის ანაზღაურების სახით გაცემული თანხა წლიდან წლამდე იზრდება - ვოლტ საქართველო

2023-03-30 15:51:12

ვოლტ საქართველო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Business Insider Georgia უცვლელად გთავაზობთ: 

,,გვსურს, დეტალურად გავცეთ პასუხი ყველა იმ კითხვასა თუ ბრალდებას, რომელიც ბოლო რამდენიმეკვირის განმავლობაში ვოლტ საქართველოს მიმართ გაჟღერდა

 

ირველ რიგში, გვინდა განვმარტოთ, რომ პარნტიორი კურიერები რა არიან ვოლტ საქართველოს თანამშრომლები. ისინი არიან მიტანის სერვისის მიმწოდებელი ინდივიდუალური მეწარმეები, ანუპარტნიორები. მათთან გაფორმებულია მომსახურების  ხელშეკრულება. შესაბამისად, ამ თანამშრომლობას არ არეგულირებს შრომის კოდექსი. ჩვენ მიერ ჩატარებული კურიერების კმაყოფილების კვლევების თანახმად, პარტნიორი კურიერების აბსოლუტური უმრავლესობისათვის პარტნიორობის ფორმატი სასურველია. მათ საშუალება აქვთ, სამუშაო დღე დაიწყონ და  დაასრულონ მაშინ, როცა ეს თავად უნდათ. არაა საჭირო, ვინმეს შეუთანხმონ სამუშაო გრაფიკი, კვირის რომელ დღეებში, ან დღის რომელ მონაკვეთში შეასრულებენ შეკვეთებს, ან გადაწყვეტენ დასვენებას. აქვთ საშუალება, უარი განაცხადონ შეკვეთის აღებაზე შეუზღუდავი რაოდენობით, პარალელურად სხვა კომპანიაში დასაქმდნენ და .

 

რაც შეეხება მიმდინარე მოვლენებს - კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომოლტის საქართველოში ოპერირების განმავლობაში, არც ერთი პარტნიორი კურიერი არ დაგვიბლოკავს რომელიმე საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო. მათთან ხელშეკრულებას ვწყვეტდით მხოლოდ ისეთი უხეში დარღვევების გამო, როგორიცაა მომხმარებლისთვის, ან სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებისთვის მიყენებული შეურაცხყოფა, აქტიურობის შეწყვეტა რამდენიმე თვის განმავლობაში, და .. ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციურ უფლებას გამოხატვის თავისუფლების შესახებ

 

უმცა, გამოხატვის თავისუფლება არ უნდა გადაიზარდოს სხვისი თავისუფლების შეზღუდვაში. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები ბოლო კვირების განმავლობაში არაერთხელ დაფიქსირდა. კერძოდ, საპროტესტო აქციების შემდეგ, აქციის მონაწილეები ირკიბებოდნენ სავაჭრო ობიექტებთან, ავიწროვებდნენ, ემუქრებოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და მუშაობაში ხელს უშლიდნენ იმ პარტნიორ კურიერებს, რომლებიც მათ აზრს არ იზიარებდნენ. არსებობს ამ ყველაფრის დამადასტურებელივიდეომასალაც. ასევე, მივიღეთ არაერთი შეტყობინება როგორც პარტნიორი კურიერებისგან, ისე - სავაჭრო ობიექტებისგან. გვატყობინებდნენ, რომ აქციის მონაწილეები გზას უღობავდნენ პარტნიორ კურიერებს, არაძლევდნენ შეკვეთის აღების საშუალებას, უკეტავდნენ ტრანსპორტს, აყენებდნენ სიტყვიერ, თუ ფიზიკურ შეურაცხყოფას. პროტესტის ეს ფორმა გარდა იმისა, რომ მიუღებელია, კანონდარღვევაცაა

 

ოგორც იცით, ამ წუთებშიც, აქციის მონაწილეები გადანაწილებულები არიან სხვადასხვა სავაჭრო ობიექტთან და ატარებენ .. “საინფორმაციო კამპანიას”. ასევე, გეგმავენ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტის პიკეტირებას, იმ პარტნიორი კურიერების სიების გამოქვეყნებას, ვინც მხარს არ უჭერს, ცრუ შეკვეთების განთავსებას და სხვა მსგავს აგრესიულ და უკანონო ქმედებებს. მოვუწოდებთ აქციის ყველა მონაწილეს, რომ ამჯერად მაინც დაიცვან კანონი და არ შეუშალონ ხელი აქტიურ პარტნიორ კურიერებს მუშაობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვოლტი გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა საშუალებას პარტნიორების დასაცავად

 

ვენ უკვე რამდენჯერმე გავუგზავნეთ შეტყობინება უკლებლივ ყველა პარტნიორ კურიერს. განვმარტეთ, რომ ყველას აქვს საპროტესტო აქციის გამართვის უფლება და მოვუწოდეთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდენოდნენ კანონის ჩარჩოებს. სწორედ ეს შეტყობინება აღიქვეს მათ მუქარად, დისკრიმინაციად დაანტიკონსტიტუციურ დევნად. ხელშეკრულებას შევუწყვეტთ ყველა იმ პარტნიორ კურიერს, რომელიცდაარღვევს კანონს, ზეწოლას მოახდენს სხვა პარტნიორ კურიერებზე და მიაყენებს შეურაცხყოფას. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მივმართავთ სამართალდამცავ უწყებებს, რათა სრულყოფილად დავიცვათ ჩვენი პარტნიორი კურიერების უსაფრთხოება

 

ოგორც იცით, გუშინ ვოლტის საერთაშორისო სათავო ოფისიდანაც გავრცელდა ოფიციალური განცხადება. ფინეთში მდებარე სათავო ოფისი აქციების დაწყების დღიდან ჩართულია პროცესში. ისინი სრულ მხარდაჭერას უცხადებენ ვოლტ საქართველოს მენეჯმენტს და მოუწოდებენ აქციის მონაწილეებს, არგასცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმებს

 

არტნიორი კურიერების მხრიდან მოთხოვნების გაჟღერებისთანავე, ჩვენ გამოვხატეთ მზაობა, შევხვედროდით მათ მცირე ჯგუფებად, რადგან გაფართოებულ ფორმატში დისკუსია არ მიგვაჩნია შედეგისმომტანად. ასევე, არ გვაქვს უფლება, ხელშეკრულების დეტალები განვიხილოთ გარეშე პირებისთანდასწრებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ჩვენი შეთავაზება ძალაშია და მზად ვართ, მშვიდ, კონსტრუქციულ გარემოში მოვუსმინოთ აქციის მონაწილეებს

 

ოლექტიური შეხვედრის გარდა, აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა ტარიფების ზრდას, მანძილის ზუსტ დათვლასა და ვოლტ ჯორჯიას მენეჯმენტის თანამშრომლების გადადგომას უკავშირდებოდა. როგორც ვოლტის საერთაშორისო სათავო ოფისის განცხადებაშია აღნიშნული, მენეჯმენტის ცვლილება არ იგეგმება. რაც შეეხება ტარიფებსა და მანძილის დათვლასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას, ამაზე მუშაობა ვოლტ საქართველომ, სათავო ოფისთან ერთად, ჯერ კიდევ საპროტესტო აქციების გამართვამდე, სექტემბრიდან დაიწყო. 15 თებერვლიდან კი განახლდა Partner App, ანუ აპლიკაცია, რომელსაც პარტნიორი კურიერები იყენებენ ვოლტის შეკვეთების მისაღებად. დაინერგა ანაზღაურების ახალი, უფრო მოქნილი  სისტემა, რომლის მიზანია, პარტნიორ კურიერებს ღირებული შეთავაზება გაუკეთოს - თითოეული შეკვეთის ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალურად, შეკვეთის სირთულიდან გამომდინარე. ვოლტ საქართველოს პარტნიორი კურიერების ანაზღაურების ტარიფი არ შეუმცირებია. მეტიც, წლიდან წლამდე, კომპანიის მიერ პარტნიორი კურიერებისათვის ანაზღაურების სახით გაცემული თანხა იზრდება. მაგალითად, გასულ წელს ამ თანხამ 32 მილიონი ლარი შეადგინა.

 

გამოსწორდა მანძილის გამოთვლასთან დაკავშირებული პრობლემები და აპლიკაციის განახლებასთანერთად, Google Maps-ის სისტემაც დაინერგა. სამკვირიანი სატესტო რეჟიმის შემდეგ, ჩატარდა პარტნიორიკურიერების გამოკითხვა. სწორედ ამ გამოკითხვის შედეგების მიხედვით, პარტნიორ კურიერთაუმრავლესობა კმაყოფილი იყო განახლებული სისტემის დანერგვით. ცხადია, არსებობს მცირე უზუსტობები, თუმცა, ვმუშაობთ სათავო ოფისთან, საჯარო რეესტრთან და Google-ის წარმომადგენლებთან  ერთად და  ესეც გამოსწორების პროცესშია.

 

არდა ამისა, ვოლტთან პარტნიორობის დაწყებისთანავე, ყველა პარტნიორ კურიერს უფორმდებასადაზღვევო პოლისი. სადაზღვევო შემთხვევის შემდეგ, კურიერებმა უნდა წარადგინონ სადაზღვევოკომპანიის მიერ მოთხოვნილიესაბამისი დოკუმენტაცია და  კომპანია მათ ზარალს უნაზღაურებს

 

იმედს ვიტოვებთ, საზოგადოებამ ჩვენგან მიიღო ამომწურავი ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მზად ვართ, ვუპასუხოთ დამატებით კითხვებსაც. ასევე, ძირითად საკითხებზე დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზეც - https://blog.wolt.com/geo/ "

 

 

 

უახლესი

1 საათის წინ

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები