დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ზაფხულის სეზონზე სასტუმროების სერვისი სავარაუდოდ 20%-ით  გაძვირდება - Inn Group-ი

ზაფხულის სეზონზე სასტუმროების სერვისი სავარაუდოდ 20%-ით გაძვირდება - Inn Group-ი

2023-03-21 16:00:41

სასტუმრო ბიზნესს აქვს მოლოდინი, რომ 2023 წლის ზაფხულის სეზონზე, 2022 წელთან შედარებით სერვისი კიდევ გაძვირდება.

Business Insider Georgia-თან სასტუმროების ქსელის Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია ფასების ზრდის მიზეზებს განმარტავს:

„2022 წლის სეზონთან მიმართებით ფასები უკვე სხვადასხვა მიზეზებითაა გაზრდილი. გამოვყოფ ორ მიზეზს: ამ ბიზნესთან კავშირში მყოფი ყველა სერვისისა თუ პროდუქტის თვითღირებულება გაიზარდა და შესაბამისად სხვაგვარად სასტუმროს ოპერირება უკვე შეუძლებელი გახდა.

მეორე მიზეზია, გაზრდილი მოთხოვნა. ვფიქრობთ, რომ 2023 წლის ზაფხულის სეზონზე ტურისტების ნაკადი მაღალი იქნება და არის მოლოდინი, რომ 2019 წლის მონაცემებს გადააჭარბებს როგორც რაოდენობრივად ისე შემოსავლების კუთხით“, - აცხადეს კოკაია.

მისი პროგნოზით, მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე სასტუმრო სერვისი დაახლოებით 20%-ით გაძვირდება.

Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ზაფხულის სეზონისთვის ჯავშნები უკვე აქტიურად შემოდის.

„ ჯავშნებში ლიდერობენ ტურისტები გალფის ქვეყნებიდან, ისრაელიდან და გაზრდილია ასევე მოთხოვნა აზიის ქვეყნებიდან. 2022 წელთან შედარებით იმედი გაქვს, რომ აზიის ქვეყნებიდან ტურისტული ჯგუფების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, რადგანაც ამ შემთხვევაში დამოკიდებული ვართ ტაილანდიდან ფრენებზე.  იმედი გაქვს, რომ ტურისტების ნაკადი გაიზრდება აზერბაიჯანიდან სახმელეთო საზღვრის გახსნის შემდეგ. ასევე მოთხოვნა მზარდია ევროპული ჯგუფებიდან“, - აცხადებს ერეკლე კოკაია. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები