დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისის ზღვაზე მდებარე Georgian Sailing Club-ი სკოლას ხსნის

თბილისის ზღვაზე მდებარე Georgian Sailing Club-ი სკოლას ხსნის

2024-03-28 14:00:00

საქართველოს საიალქნო კლუბის ბაზაზე , ძალიან მალე სკოლა გაიხსნება, სადაც   პროფესიონალი მწვრთნელები ბავშვებს სპორტის ოლიმპიურ სახეობაში მოამზადებენ.

„დავიწყეთ სკოლის მშენებლობა თბილისის ზღვაზე და მაისიდან უკვე 8 წლის ასაკიდან ბავშვებს მივიღებთ, რომელთაც აფრიანი ნავით გადაადგილებას (აფროსნობას) შევასწავლით და სპორტის ოლიმპიურ სახეობაში მოვამზადებთ“, - ამბობს Business Insider Georgia-სთან საქართველოს საიალქნო კლუბის დამფუძნებელი, შკიპერი, IYT საერთაშორისო ლიცენზიის მფლობელი, გამოცდილი იახტსმენი, საქართველოს საიალქნო კლუბის კაპიტანი კახაბერ ნონიაშვილი.

„ეს არის კოლაბორაცია საქართველოს საკრეისერო აფროსნული ნავების ასოციაციასთან ერთად. სკოლა განთავსებულია თბილისის ზღვაზე. შევიძინეთ კიდევ 10 ნავი, 5 საბავშვო და 5 ლაზერის ტიპის ოლიმპიური. მაისიდან უკვე ვიწყებთ ბავშვების მეცადინეობასა და ვარჯიშებს. ინტერესი არსებობს. ბევრი მშობელი გვიკავშირდება. სკოლაში მომზადების საფასური იქნება სიმბოლური, რომ ხელმისაწვდომი გავხადოთ ეს სპორტი“, - ამბობს კახაბერ ნონიაშვილი.

რაც შეეხება ინვესტიციას, $200 ათასია და Georgian Sailing Club-ის დამფუძნებლის პირად კაპიტალს შეადგენს.

ცნობისათვის, GSC -ის მფლობელობაშია ორი 25 ფუტიანი სპორტული იახტა "Conrad 25", 5 ოლიმპიური ტიპის სპორტული ნავი. "Laser", 1 კატერი.

კლუბის მიერ საქართველოში მომზადებული ეკიპაჟი მონაწილეობას იღებს საერთაშორისო რეგატებში. საქართველოს საიალქნო კლუბუს სპონსორია კომპანია VOLVO -საქართველო, რომლის მხარდაჭერითაც ქართული ეკიპაჟი საერთაშორისო რეგატებში მონაწილეობს. 2024 წლის მარტში  VOLVO -საქართველოს მხარდაჭერით , საქართველოს საიალქნო კლუბუს ეკიპაჟი გაემგზავრა კვიპროსზე, სადაც იყო ერთკვირიანი შეკრება, კლუბის წევრებს ოლიმპიური ჩემპიონი ავარჯიშებდა. კლუბმა კვიპროსზე რეგატაზე მე-4 ადგილი დაიკავა.

2024 წლის მაისში ჩატარდება თბილისი ზღვაზე VOLVO-თბილისი GSC რეგატა, რომლის სპონსორიცაა VOLVO -საქართველო და ყოველ წელს გაიმართება.

ცნობისთვის, Georgian Sailing Club-ი 2022 წელს დაფუძნდა. კომპანიაში დასაქმებულია 8 კვალიფიციური მწვრთნელი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები