დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
11 სექტემბერს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართება

11 სექტემბერს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართება

2023-09-11 09:50:37

დღეს, 11 სექტემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები მთავრობის ორშაბათის სხდომაზე 9 საკითხის განხილვას გეგმავენ :

1. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

2. საქართველოს კანონების პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

3. საქართველოს კანონის პროექტი ,,ამნისტიის შესახებ“

4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლგ ტრანსისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 ივნისის N1075 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფ/პ მიხეილ ჩომახაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“

6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის უძრავი ნივთების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“

7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს ,,სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI’’-ს შორის „ბახვი 1 ჰესის“ ჰიდროელექტროსადგურის განხორციელების ხელშეკრულების მოწონების შესახებ”

8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობას და შპს „ალაზნის მზეს“ შორის „ქედის მზის ელექტროსადგურის’’ შესახებ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ”

9. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის N255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები