დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
19 აგვისტოს - ბათუმში "სამბას მუსიკალური ფესტივალი" ჩატარდება

19 აგვისტოს - ბათუმში "სამბას მუსიკალური ფესტივალი" ჩატარდება

2023-08-18 23:57:09

დადგა დრო გავიგოთ, რა არის სამბა!
სიტყვებით ვერ ახსნი, ის უნდა შეიგრძნო - განწყობით, ჰარმონიით, ბგერითა და რიტმით. სამბა ცეკვით შექმნილი სულის დღესასწაულია, რომელიც ამაღლებულ მდგომარეობაში ამყოფებს ადამიანს.
ის ოკეანეს ჰგავს, სადაც უთვალავ სილამაზეს აღმოაჩენ! ამ აღმოჩენით კი, ზეცას ეხები.
საქართველოს კულტურის ცენტრისა და „სამბა პროჯექტ ჯორჯია“-ს ორგანიზებით 2023 წელს, სტარტს აიღებს საქართველოში პირველი „სამბა მუსიკალური ფესტივალი“.
გეპატიჟებით სამბას სამყაროში...

თარიღი: 19 აგვისტო
დასაწყისი: 20:00 საათი
ლოკაცია: ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი
ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს: https://tkt.ge/sambafest

მონაწილეობენ - ბრაზილიელი და ქართველი მუსიკოს-შემსრულებლები:
SANDAMI - ვოკალი, პერკუსია
SUDU - დრამერი
CARRAPICHO - მანდოლინა და გიტარა
ROBSON - ბასი
MARCELLUS - დირიჟორი, აკუსტიკური გიტარა
EDUARDO - პერკუსია
JOJO - პერკუსია

პროექტის მხარდამჭერია: საქართველოს სპორტის, კულტურის და ახალგაზრდობის სამინისტრო, აჭარის მთავრობა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია და ბრაზილიის საელჩო.

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები