დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
19 აგვისტოს კიკეთი KiKeti Fest-ს მასპინძლობს

19 აგვისტოს კიკეთი KiKeti Fest-ს მასპინძლობს

2023-08-13 17:00:00

19 აგვისტოს კიკეთი  KiKeti Fest-ს მასპინძლობს. ფესტივალზე დასწრება ფასიანია და ბილეთის ფასი 10 და 25 ლარია. 

„ვისაც უყვარს ბუნებაში, გრილად დროის ტარება, გემოვნებიანი მუსიკა, ქართული ნატურალური ღვინო და სხვა საინტერესო ალკოჰოლური სასმელები ყველას გელით კიკეთში.

Kiketi fest - სპეციალურად ამ დღისთვის, მუხის ტყეში მოეწყობა გარემო, სადაც დაისვენებთ, დააგემოვნებთ კიკეთის მარნების, გოცას, ტანინის, კიკეთის ფერმის და სტუმარი მარნების მათიაშვილების მარნის, მეღვინეობა ნაფერების ღვინოებს. ასევე ფესტივალზე წარდგებიან ღვინის ბარი საამური და ღვინის მაღაზია რე ვაინს.

ჭამაზე იზრუნებს 'მეტი ხალისით', გემრიელი დაფებით, გრილზე მომზადებული საჭმელებით და სხვა.

დღის ბოლოს გელოდებათ ნოდარიკო ხუციშვილის დასკვნითი კონცერტი“, - აღნიშნულია ფესტივალის ორგანიზატორების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ფესტივალის ხანგრძლივობა: 13:00-23:00 საათამდე.

დასასწრები ბილეთების ფასი:

I კალათა : 10 ₾ (13:00-20:00 საათამდე)

II კალათა: 25₾ (20:00-23:00 საათამდე)

8 წლამდე ბავშვების დაშვება უფასოა, დამადასტურებელი საბუთით და მშობელის თანხლებით.

ფესტივალის მონაწილეები:

https://www.facebook.com/KiketiForest

https://www.facebook.com/Nodarikoofficial

https://www.facebook.com/profile.php?id=100009699964428

https://www.facebook.com/MatiashviliWines

https://www.facebook.com/SAAMURIWINES

https://www.facebook.com/profile.php?id=100083292305016

https://www.facebook.com/profile.php?id=100057029697060

https://www.facebook.com/taniniwine

https://www.facebook.com/KiketiFarmWine

https://www.instagram.com/metikhalisit/

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები