დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
$200 მილიონზე მეტი ინვესტრიციით, აჭარაში მრავალფუნქციური კომპლექსის „პეტრა სი რეზორტის" მშენებლობა დაიწყო

$200 მილიონზე მეტი ინვესტრიციით, აჭარაში მრავალფუნქციური კომპლექსის „პეტრა სი რეზორტის" მშენებლობა დაიწყო

2023-08-15 10:27:49

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა გენადი არველაძემ და ნინო ენუქიძემ ციხისძირში, ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის „პეტრა სი რეზორტის" მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

„პეტრა სი რეზორტის" პროექტში რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. კომპლექსი 42 შენობას მოიცავს, რეზორტის ცენტრალურ შენობაში 150 ნომრიანი 5 ვარსკვლავიანი ბრენდული სასტუმრო განთავსდება. პროექტის გამორჩეული არქიტექტურის მქონე და ყველაზე მაღალ 54 სართულიან შენობას კი 1000 ბრენდული რეზიდენცია დაიკავებს.

რეზორტის მხოლოდ 30 %-ზე განთავსდება შენობები, ხოლო კომპლექსის მთლიანი ფართის 70%-ს ინსფრასტრუქტურა და რეკრეაციული ზონები დაიკავებს. აქვე აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში კომპლექსი ენერგოეფექტურობის პრინციპებზე დაფუძნებული სივრცე იქნება, რომლის დიდი ნაწილს რეკრეაციული ზონები დაიკავებს.

კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი 2025 წლის ბოლოსკენ დასრულდება.

„საქართველოს, კერძოდ აჭარის რეგიონს  კიდევ ერთი, საერთაშორისო დონისა და მასშტაბის მრავალფუნქციური კომპლექსი შეემატება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს რეგიონში  ტურიზმისთვის დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნასა და ტურისტების მოზიდვას. გარდა იმისა, რომ აღნიშნული კომპლექსი რეგიონში ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო პროექტი იქნება, ის შექმნის ასობით ახალ სამუშაო ადგილს, რაც ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. დარწმუნებული ვარ, „პეტრა სი რეზორტი" ერთნაირად საყვარელი ადგილი გახდება როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის.", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტში 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება

შეიძლება მხატვრული ნაწარმოებია

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები