დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2022 წელს ₾2.6 მილიონის საკოლექციო და ნუმიზმატიკური პროდუქცია გაიყიდა

2022 წელს ₾2.6 მილიონის საკოლექციო და ნუმიზმატიკური პროდუქცია გაიყიდა

2023-05-07 23:56:27

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, 2022 წლის განმავლობაში რეალიზებულია 2.6 მლნ ლარის ღირებულების (338.5 ათასი ერთეული) საკოლექციო, ნუმიზმატიკური და სხვა სახის სარეალიზაციო პროდუქცია,

მათ შორის: 

  • ნაღდი ფულით შეძენილი იქნა 1.1 მლნ ლარის პროდუქცია;
  • პლასტიკური ბარათის მეშვეობით - 1.2 მლნ ლარის პროდუქცია;
  • ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით -153.7 ათასი ლარის პროდუქცია;
  • წინასწარი ანგარიშსწორებით - 122.4 ათასი ლარის პროდუქცია;
  • შემდგომი ანგარიშსწორებით -24.3 ათასი ლარის პროდუქცია.

საკოლექციო მონეტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი წინა, 2021 წელთან შედარებით, 2.1-ჯერაა შემცირებული, ხოლო ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა 3.1-ჯერ მოიმატა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები