დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2023 წელი კაპიტალის ბაზრისთვის რეკორდული იყო - Galt & Taggart -ის გენერალური დირექტორი

2023 წელი კაპიტალის ბაზრისთვის რეკორდული იყო - Galt & Taggart -ის გენერალური დირექტორი

2024-04-04 11:16:00

საპენსიო სააგენტოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს კაპიტალური ბაზრების განვითარებაში, - ამის შესახებ  Galt & Taggart -ის გენერალურმა დირექტორმა ლევან შავკაციშვილმა განაცხადა.  

მისი თქმით საქართველოს კაპიტალის ბაზრისთვის 2023 წელი რეკორდული იყო. 

„ჯამურმა გამოშვების მოცულობამ მიაღწია 1,1 მილიარდ ლარს. საიდანაც 70% განთავსებული იყო უცხოურ ვალუტაში, დანარჩენი 30% ეროვნულ ვალუტაში. ვფიქრობთ, რომ 2024 წელიც იქნება არანაკლებ აქტიური და საპენსიო სააგენტო განაგრძობს აქტიურ მონაწილეობას კაპიტალურ ბაზრებში. 

ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საპენსიო სააგენტოს მონაწილეობა გამოშვებულ ობლიგაციებში.  საპენსიო სააგენტო აძლევს კომფორტს, როგორც გამომშვებებს. ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებს, რომ მათ მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივ განთავსებებში“, - განაცხადა ლევან შავკაციშვილმა. 

იგივე თემაზე: 

საპენსიო აქტივებმა ₾4.8 მილიარდს მიაღწია, რაც საქართველოს მშპ-ის 5.8%-ს უტოლდება - გოგა მელიქიძე

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები