დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2023 წელს ნავსადგურების ტვირთბრუნვა შემცირდა

2023 წელს ნავსადგურების ტვირთბრუნვა შემცირდა

2024-03-01 14:23:00

2023 წელს საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 13 886.2 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 7.5 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 43.3 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 31.7 პროცენტი - თხევადი ტვირთი, 25.0 პროცენტი კი - ნაყარი ტვირთი.

2023 წელს საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში შემოვიდა 1 6191 გემი, რომელთა 34.5 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდია, 29.3 პროცენტი - თხევადი ტვირთმზიდი, 27.2 პროცენტი - კონტეინერმზიდია, ხოლო დანარჩენი 9.0 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე, სამგზავრო და სპეციალიზებულ გემებზე ნაწილდება.

2023 წელს წინა წელთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 47.7 პროცენტით მეტი კონტეინერმზიდი მიიღო, 37.9 პროცენტით ნაკლები - ნაყარი ტვირთმზიდი, 9.4 პროცენტით ნაკლები - გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი, 5.7 პროცენტით ნაკლები - სპეციალიზებული და 3.1 პროცენტით ნაკლები - თხევადი ტვირთმზიდი.

2023 წელს საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში შემოსული გემების 17.6 პროცენტი თურქეთის დროშის ქვეშ დაცურავდა, 15.6 პროცენტი - პანამის, 14.6 პროცენტი - ლიბერიის, 9.1 პროცენტი - მალტის, 4.6 პროცენტი - რუსეთის, 4.4 პროცენტი - ბულგარეთის დროშის ქვეშ, ხოლო 34.1 პროცენტი სხვა ქვეყნებზე ნაწილდებოდა.

 

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები