დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2023 წელს რუსეთისა და ოკუპირებული რეგიონების „ტვირთბრუნვამ“ 414,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რომელიც 2018 წლიდან 70%-ით არის გაზრდილი - სუს-ის ანგარიში

2023 წელს რუსეთისა და ოკუპირებული რეგიონების „ტვირთბრუნვამ“ 414,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რომელიც 2018 წლიდან 70%-ით არის გაზრდილი - სუს-ის ანგარიში

2024-04-19 14:00:00

2023 წელს რუსეთისა და ოკუპირებული რეგიონების „ტვირთბრუნვამ“ 414,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რომელიც 2018 წლიდან 70%-ით არის გაზრდილი, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ 2023 წლის ანგარიშშია ნათქვამი. 

ანგარიშის თანახმად, 2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტმა 159 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რომლის 41% რუსულ ტრანშს წარმოადგენდა.

ცხინვალის რეგიონს, ე.წ. ბიუჯეტი დაახლოებით 107 მილიონი აშშ დოლარი იყო.

„ანექსიის ჭრილშია განსახილველი ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციაზე. გავრცელებული მონაცემებით, 2023 წელს რუსეთისა და ოკუპირებული რეგიონების „ტვირთბრუნვამ“ 414,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რომელიც 2018 წლიდან 70%-ით არის გაზრდილი.

ანექსიის კუთხით კვლავ განსაკუთრებით მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ოკუპირებული რეგიონების ფინანსური დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციაზე. 2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ბიუჯეტი დაახლოებით 159 მილიონი აშშ დოლარს შეადგენდა, რომლის დაახლოებით, 41% (დაახლ. 65 მილიონი აშშ დოლარი) რუსულ ტრანშს წარმოადგენდა. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, ე.წ. ბიუჯეტი დაახლოებით 107 მილიონი აშშ დოლარი იყო, რომლის დაახლოებით 78% (დაახლ. 83,2 მილიონი აშშ დოლარი) რუსეთის ფედერაციამ დააფინანსა", - ნათქვამია ანგარიშში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები