დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წელს შესაძლოა, გლობალური ეკონომიკური ზრდა შენელდეს - გაერო

2024 წელს შესაძლოა, გლობალური ეკონომიკური ზრდა შენელდეს - გაერო

2024-01-05 09:58:00

გლობალური ეკონომიკური ზრდა შესაძლოა შენელდეს და 2023 წლის 2,7%-დან, 2024 წელს 2,4%-მდე შემცირდეს. 

ამის შესახებ ბრიფინგზე გაეროს ეკონომიკური და სოციალური დაცვის დეპარტამენტის ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის განყოფილების დირექტორმა შანტანუ მუხერჯიმ განაცხადა.

"ჩვენმა მოხსენებამ აჩვენა, რომ გლობალური ზრდა 2023 წელს იქნება 2.7%, მაგრამ ჩვენი პროგნოზი 2024 წლისთვის 2.4%-მდე შემცირდა", - თქვა მან.

მუხერჯიმ ასევე აღნიშნა, რომ 2024 წელს ინფლაცია „სამიზნე 2%-მდე უნდა დაეცეს“. ამასთან, მან დასძინა, რომ მსოფლიო ეკონომიკა ჯერ არ გამოსულა საფრთხის ზონიდან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რეცესია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები