დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წელს, სტუმრების დიდ ნაწილს გალფის ქვეყნებიდან და ჩინეთიდან  ველით - Pullman Tbilisi Axis Towers

2024 წელს, სტუმრების დიდ ნაწილს გალფის ქვეყნებიდან და ჩინეთიდან ველით - Pullman Tbilisi Axis Towers

2023-12-06 18:00:49

2024 წელს 2023 წელთან შედარებით სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers უფრო მეტ სტუმარს ელოდება. 

როგორც Business Insider Georgia-სთან სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თათია ჩიკვაიძემ განაცხადა, 2024 წელს სტუმრების დიდ ნაწილს გალფის ქვეყნებიდან და ჩინეთიდან ელიან.

„2024 წელს აქტიურად ველოდებით სტუმრებს გალფის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან. გეტყვით, რომ ჩინეთიდან მოთხოვნა მზარდია.

რადგანაც ჩვენი სასტუმრო ბიზნესზეა ორიენტირებული, საკმაოდ დიდი მოთხოვნაა საერთაშორისო კონფერენციებზე, რასაც თავისთავად მოჰყვება სასტუმრო ნომრების გაქირავება და სტუმრების ნაკადი. კონფერენციების დიდი ნაწილი გალფის ქვეყნებიდან არის ორგანიზებული“, - განაცხადა თათია ჩიკვაიძემ. 

როგორც Business Insider Georgia-სთან სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, ინდოეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების შემდეგ, სასტუმროზე  ვიზიტორების მხრიდან მოთხოვნა ინდოეთიდან გაიზარდა.  

„როგორც კი დაინიშნა პირდაპირი ფრენები ინდოეთსა და საქართველოს შორის, ინტერესიც გაიზარდა. ინდოეთიდან ტურისტების რაოდენობა მზარდია, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც რამდენიმე ჯგუფური ტური გაუქმდა, ვინაიდან მათთვის ვიზების გაცემაზე იყო პრობლემა“. 

სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თათია ჩიკვაიძე 2023 წელსაც აჯამებს და ამბობს, რომ 2023 წლის მეორე ნახევარი საკმაოდ პოზიტიური იყო.

„წლის პირველ ნახევარში სასტუმროს დატვირთულობა ნაკლები იყო. თუმცა წლის მეორე ნახევრიდან დატვირთულობა გაიზარდა და ტურისტები გვყავდა როგორც გალფის ქვეყნებიდან, ასევე ჩინეთიდან, კორეიდან და მეზობელი ქვეყნებიდან. სამწუხაროდ 2023 წელს ევროპიდან ტურისტების ნაკადი შეგვიმცირდა. 

წლის დასაწყისში ჩვენი მოლოდინები ნაწილობრივ გამართლდა, თუმცა მეორე ნახევრიდან ვითარება გაუმჯობესდა როგორც საკონვენციო კუთხით, უცხოეთიდან შემოსული ტურისტებისა და ასევე დასვენების მსურველი სტუმრების დიდი ნაკადი შემოვიდა“.  

რაც შეეხება ახალ წელთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, როგორც როგორც Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, ახალ წელს დაგეგმილია სამი სხვადასხვა ტიპის ღონისძიება.

რაც შეეხება ახალი წლის დღეებს, სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ის მაგალითზე, მოთხოვნა მაღალია და ჯავშნების 90% უკვე გაყიდულია, ხოლო საახალწლო ღონისძიებებზე გაყიდვები 50%-ს შეადგენს.    

„სამივე ღონისძიებაზე გაყიდვები უკვე 50%-ს აჭარბებს. საკმაოდ დიდია ინტერესი, როგორც ექსპატებიდან ასევე უცხოელებისგან. საახალწლო ღონისძიებებზე საკმაოდ დიდი ინტერესი ფიქსირდება მეზობელი ქვეყნებიდან. სასტუმრო სფეროში ასეა, რომ თბილისზე საახალწლო ღამეს ყველაზე დიდი დაინტერესება აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან არის“.

შეგახსენებთ, რომ Axis Towers-ის შუშის კოშკში განთავსებული Pullman Tbilisi უმსხვილესი ფრანგული ბრენდის Accor-ის ჯგუფში შემავალი 5*-იანი სასტუმროა, რომელიც ძირითადად ბიზნეს ტურისტებზეა გათვლილი. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები