დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წელს წლიური ინფლაცია 3.5%-ის დონეზეა მოსალოდნელი - Galt & Taggart

2024 წელს წლიური ინფლაცია 3.5%-ის დონეზეა მოსალოდნელი - Galt & Taggart

2024-02-05 12:34:00

2024 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3.5%-ის დონეზეა მოსალოდნელი - ამის შესახებ Galt & Taggart -ის კვირის მიმოხილვაშია ნათქვამი. 

2024 წლის იანვარში ნულოვანი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა, წინა თვეში არსებული 0.4%-იანი ინფლაციის შემდეგ.

იანვარში ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა ჰქონდა სურსათის ფასების წლიურ 2.8%-იან კლებას, იმპორტირებული (-0.2% წ/წ) და შერეული პროდუქციის (-4.2% წ/წ) ფასების კლებასთან ერთად.

ამასთან, იანვარში საბაზო ინფლაციამ, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, 1.2% შეადგინა (1.9% წინა თვეში), ხოლო ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის ფასების ზრდის ტემპი 2.7%-მდე შენელდა წინა თვეში დაფიქსირებული 3.6%-დან.

2024 წლის იანვარში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (-2.4% წ/წ, -0.82პპ), ჯანდაცვა (-3.3% წ/წ, -0.32პპ), ტრანსპორტი (+4.3% წ/წ, +0.53პპ), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (+3.5%, +0.24პპ) და სასტუმროები & რესტორნები (+5.9%, +0.19პპ).

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები