დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წლის ბოლოსთვის ინფლაციამ შესაძლოა 36%-ს მიაღწიოს - თურქეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი

2024 წლის ბოლოსთვის ინფლაციამ შესაძლოა 36%-ს მიაღწიოს - თურქეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი

2024-02-08 16:20:00

მოსალოდნელია, რომ 2024 წლის ბოლოსთვის თურქეთში ინფლაცია 36%-ს შეადგენს, - ამის შესახებ თურქეთის ცენტრალური ბანკის ახალმა ხელმძღვანელმა ფატიჰ კარაჰანმა განაცხადა, როდესაც მარეგულირებლის  2024 წლის გეგმებზე საუბრობდა. 

„ინფლაციის შემცირებამდე ჩვენ შევინარჩუნებთ მკაცრ მონეტარული პოლიტიკას. მიმდინარე გლობალური რისკების მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია კვლავ შემცირდეს და 2024 წლის ბოლოსთვის 36%-ს მიაღწევს“, - თქვა ფატიჰ კარაჰანმა.

კარაჰანის თქმით, იანვრის ინფლაციის მონაცემები ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. 

"იანვრის წინასწარი მონაცემებით, საგარეო ვაჭრობის დინამიკა გაუმჯობესდა. გაუმჯობესება დაფიქსირდა მიმდინარე საგადასახდელო ბალანსშიც", - თქვა ფატიჰ კარაჰანმა.

თურქეთის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტი ადრე იტყობინება, რომ იანვარში თურქეთში წლიურმა ინფლაციამ 64,86% შეადგინა, დეკემბერში კი 64,77%.

თავის მხრივ, დამოუკიდებელ ეკონომისტთა ჯგუფი (ENAG) იტყობინება, რომ იანვარში თურქეთში წლიურ დონეზე ინფლაციამ 129,11% შეადგინა, დეკემბერში კი 127,2%.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები