დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით საწვავზე ფასები სამართლიანია და თანხვედრაშია მსოფლიო ბაზარზე არსებულ ვითარებასთან - ირაკლი ლექვინაძე

2024 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით საწვავზე ფასები სამართლიანია და თანხვედრაშია მსოფლიო ბაზარზე არსებულ ვითარებასთან - ირაკლი ლექვინაძე

2024-04-07 22:55:00

2024 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, ჩვენ ვხედავთ, რომ ბაზარზე ვითარება სტაბილურია, საწვავზე ფასები სამართლიანია და თანხვედრაშია მსოფლიო ბაზარზე არსებულ ვითარებასთან, - ამის შესახებ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში საწვავზე დაფიქსირებული მერყევი ფასები მთლიანად განპირობებულია ბაზარზე არსებული ვითარებით.

„მას შემდეგ, რაც კონკურენციისა და მომხმარებლის სააგენტომ შარშან მივიღეთ გადაწყვეტილება და გავასაჯაროვეთ შედეგები, საწვავის ფასების მიმართულებით გავაგრძელეთ მონიტორინგი. მონიტორინგის ფარგლებში კვარტალურად ვაფასებთ ბაზარზე არსებულ მდგომარეობას და ვუყურებთ, ხომ არ არის რაიმე არასაბაზრო ფაქტორები, რომელიც მოქმედებს ამ მიმართულებით. 2024 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით ჩვენ ვხედავთ, რომ ბაზარზე ვითარება სტაბილურია, ფასები სამართლიანია და თანხვედრაშია მსოფლიო ბაზარზე არსებულ ვითარებასთან. ის მერყევი ფასები, რომელსაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ, მთლიანად საბაზრო ფაქტორებითაა განპირობებული. მონიტორინგს ვაგრძელებთ და თუ დავინახავთ, რომ რაიმე არასაბაზრო პირობებია, ბუნებრივია, ვიმოქმედებთ შესაბამისად“, - აღნიშნა ლექვინაძემ.

უახლესი

8 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები