დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
27 თვიანი პაუზის შემდეგ სმარტფონების გლობალური ბაზარი გაიზარდა

27 თვიანი პაუზის შემდეგ სმარტფონების გლობალური ბაზარი გაიზარდა

2023-11-23 11:00:54

ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არსებული შემცირების შემდეგ ოქტომბერში სმარტფონების გლობალური ბაზარი ზრდას დაუბრუნდა. Counterpoint Research-ის თანახმად, აღნიშნული განვითარებადი ბაზრების აღდგენას უკავშირდება.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ოქტომბერში მსოფლიოში სმარტფონების ყოველთვიური გაყიდვები 5%-ით გაიზარდა. ეს არის პირველი ზრდა 2021 წლის ივნისის შემდეგ. ანუ საუბარია 27 თვიან პერიოდზე.

Counterpoint-ის თანახმად, სმარტფონების გლობალური გაყიდვები ორი წლის განმავლობაში სტრესის ქვეშ იყო, რაც გამოწვეული იყო სხვადასხვა ფაქტორებით, როგორიცაა კომპონენტების დეფიციტი და მარაგები.

სხვათა შორის, მიმდინარე წლის აგვისტოში Sony Group Corp-მა პროგნოზი გააკეთა, რომლის მიხედვითაც ბაზრის აღდგენა 2024 წელზე ადრე არ მოხდებოდა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები