დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
3 საკითხი, რაზეც მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ

3 საკითხი, რაზეც მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ

2024-01-08 09:58:00

დღეს, 8 იანვარს,  14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

სხდომაზე მინისტრთა კაბინეტი სულ 3 საკითხზე იმსჯელებს:

საქართველოს მთავრობის განკარგულებების პროექტები ,,პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ“

საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახ(ებ)ის განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე”

საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა“ და ერთობლივ საწარმოს - Pfeiffer - EMIT-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით“.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები