დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
30 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ყრილობა გაიმართება

30 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ყრილობა გაიმართება

2023-12-22 15:51:00

30 დეკემბერს „ქართული ოცნების ყრილობა გაიმართება 350-მდე დელეგატის მონაწილეობით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სამუშაო რეჟიმში იქნება განხილული საერთო პოლიტიკური და საპარლამენტო არჩევნების მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები.

„ყრილობაზე განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა, პარტიის ყრილობის მიერ პოლიტიკურ საბჭოში აირჩევა 15 წევრი ნაცვლად განსაზღვრული 20 წევრისა. ყრილობას დასამტკიცებლად წარედგინება საბჭოს შემდეგი შემადგენლობა: ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე, თეა წულუკიანი, ვახტანგ გომელაური, თორნიკე რიჟვაძე, გიორგი ვოლსკი, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ანრი ოხანაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი და მარიამ ქვრივიშვილი. პარტიის წესდები თანახმად პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედის პარტიის თავმჯდომარე“, - აღნიშნა კობახიძემ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები