დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
5-თვეში, უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნიანი ავტომობილების მფლობელებს, 70 000-მდე ჯარიმა დაეკისრათ

5-თვეში, უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნიანი ავტომობილების მფლობელებს, 70 000-მდე ჯარიმა დაეკისრათ

2023-07-05 17:00:40

5 თვის განმავლობაში უცხო ქვეყნის (მათ შორის რუსეთის ფედერაციის) სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებების მფლობელების მიმართ გამოვლენილია 70 000-მდე ვიდეოჯარიმა, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის პასუხშია აღნიშნული, რომელიც შსს-ს მაღალჩინოსანმა საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატს მისი სადეპუტატო კითხვის პასუხად მიწერა, რომელიც დაინტერესდა სიჩქარის გადაჭარბებისა და საპატრულო ჯარიმებით მხრივ თუ ხდება რუსეთის ფედერაციის სანომრე ნიშნის მქონე ავტომანქანების დაჯარიმება.

როგორც მინისტრის მოადგილის მიერ დეპუტატისთვის მიწერილ წერილში წერია, 2022 წლის 30 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  მიერ მომზადებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონი.

ამ ცვლილებით, უცხო ქვეყნის სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საჯარიმო ქვითრის ჩაბარების წესი განისაზღვრა.

სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნის მქონე ავტომანქანების, მათ შორის რუსეთის ფედერაციის სანომრე ნიშნის მქონე ავტომანქანების მფლობელების მიმართ, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ, ხორციელდება, როგორც სიჩქარის გადაჭარბების ფაქტებზე, ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სხვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე პასუხისმგებლობის დაკისრება.

„რაც შეეხება ზემოაღნიშნული ჯარიმების აღსრულების მექანიზმს, საჯარიმო ქვითრებით გათვალისწინებული საჯარიმო თანხების აღსრულების უზრუნველსაყოფად გამოიყენება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი ნორმები.

კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2901 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია უცხო ქვეყნის სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, შესაბამისი ჯარიმის გადახდა ეკისრება იმ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელმაც აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა და სატრანსპორტო საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე შემოიყვანა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2901 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული პირის მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ გამოტანილი დადგენილება (გამოწერილი საჯარიმო ქვითარი) საჯაროდ ქვეყნდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. საჯარიმო ქვითარი შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად ითვლება საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს აგრეთვე უფლება აქვს, ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებულ პირს დაჯარიმების შესახებ ინფორმაცია გაუგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია.

საჯარიმო ქვითარი აღნიშნულ პირს შეიძლება ჩაჰბარდეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას.

„ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 31 ოქტომბრის №534 ბრძანების მე-3 მუხლის თანახმად, საჯარიმო ქვითრის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www. police.ge - ზე „საჭირო ინფორმაციის" ველში) გამოქვეყნება ხდება ავტომატურად, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით. საჯარიმო ქვითარი პირისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი ამ წესით დადგენილი მოთხოვნის შესაბამისად გამოქვეყნებიდან, კერძოდ სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2901 მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული პირის მიერ ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში მას ერიცხება საურავი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2901 მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული პირის მიერ ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში იგი ვალდებულია აღნიშნული ჯარიმა ან საურავი გადაიხადოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2901 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული პირის მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ გამოტანილი დადგენილება (გამოწერილი საჯარიმო ქვითარი) საჯაროდ ქვეყნდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. საჯარიმო ქვითარი შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად ითვლება საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს აგრეთვე უფლება აქვს, ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებულ პირს დაჯარიმების შესახებ ინფორმაცია გაუგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია. საჯარიმო ქვითარი აღნიშნულ პირს შეიძლება ჩაჰბარდეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას.

„ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 31 ოქტომბრის №534 ბრძანების მე-3 მუხლის თანახმად, საჯარიმო ქვითრის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www. police.ge - ზე „საჭირო ინფორმაციის" ველში) გამოქვეყნება ხდება ავტომატურად, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით. საჯარიმო ქვითარი პირისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი ამ წესით დადგენილი მოთხოვნის შესაბამისად გამოქვეყნებიდან, კერძოდ სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2901 მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული პირის მიერ ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში მას ერიცხება საურავი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2901 მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული პირის მიერ ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში იგი ვალდებულია აღნიშნული ჯარიმა ან საურავი გადაიხადოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2901 მუხლის მე-16 ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული პირი უცხოელია ან მოქალაქეობის არმქონე პირია, ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში მას შეიძლება საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში. თუ ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული პირი საქართველოს მოქალაქეა, საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე არ არის. აღნიშნულ შემთხვევაში დადგენილება იძულებით აღსრულდება ამ კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად.

საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ჯარიმების გადახდა შესაძლებელია სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით - https://videos.police.ge/index.php?lang=ge&lang=ge, აღნიშნულ ვებგვერდზე შესავსებია რამდენიმე ველი, მათ შორის: საჯარიმო ქვითრის ნომერი, სამართალდამრღვევის პასპორტის ნომერი და ბოლოს უსაფრთხოების კოდი, რის შემდეგაც მოხდება ვიდეოჯარიმის იდენტიფიცირება, ხოლო გადახდის შემთხვევაში ვებგვერდის მარჯვენა მხარეს გამოჩნდება საბანკო ბარათის ნიშანი, რომლის მეშვეობითაც მოქალაქე მოახდენს საჯარიმო ქვითრის გადახდას.

გადახდის მეორე ალტერნატივა - საჯაროდ გამოქვეყნებული ვიდეოჯარიმების გადახდა შესაძლებელია ვებგვერდის: https://police.ge/protocol/index.php?lang=en – აღნიშნულ ბმულზე გადასვლის შემდეგ, „ავტომობილის ნომრით ძიება“ ფანჯარაში მოქალაქემ ლათინური ასოებით უნდა შეიყვანოს საკუთარი ავტომობილის ნომერი, რის შემდეგაც მოიძებნება ავტომობილზე გამოწერილი ვიდეოჯარიმები. ვებგვერდის მარჯვენა მხარეს განთავსებულია ველის ჩამოსაშლელი ღილაკი, რომელზე დაჭერით გამოჩნდება ვიდეოჯარიმის დეტალური ინფორმაცია. კერძოდ: გადახდის ვადები, დარღვევის ადგილი და ა.შ. ასევე საბანკო ბარათის ნიშანი, რისი მეშვეობითაც მოახდენთ საჯარიმო ქვითრის გადახდას.

ამასთან, უცხო ქვეყნის (მათ შორის რუსეთის ფედერაციის) სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებების მფლობელების მიმართ, 2023 წლის 1 იანვრიდან 6 ივნისის ჩათვლით პერიოდში, გამოვლენილია 70 000 - მდე ვიდეოჯარიმა“, - აღნიშნულია შს მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის მიერ დეპუტატისთვის გაგზავნილ პასუხში.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

17 საათის წინ

19 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები