დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
600 ლარამდე ხელფასს 168 ათასი ადამიანი იღებს, 2400+ ლარამდე კი 226 ათასი - PMCG

600 ლარამდე ხელფასს 168 ათასი ადამიანი იღებს, 2400+ ლარამდე კი 226 ათასი - PMCG

2023-10-25 17:46:36

PMC კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით 2023 წლის მესამე კვარტალში 0-599-ლარიან ხელფასს 168 ათასი ადამიანი იღებდა, 600-1199-ლარიან ხელფასს 223 ათასი ადამიანი, 1200-2399-ლარიან ხელფასს 308 ათასი ადამიანი, ხოლო 2400+ ლარიან ხელფასს 226 ათასი ადამიანი.

2023 წლის სექტემბერში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 1.9%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია

PMC კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, 2023 წლის სექტემბერში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.9%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.6%-ით არის გაზრდილი.

2023 წლის სექტემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 18.6%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.4 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

2023 წლის სექტემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 22.6%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.4 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები