დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
7 ადგილი ბათუმში, სადაც ზაფხულის ცხელ დღეებს საუკეთესოდ გაატარებთ

7 ადგილი ბათუმში, სადაც ზაფხულის ცხელ დღეებს საუკეთესოდ გაატარებთ

2023-08-25 22:15:09

ბათუმი, სანაპირო, აუზი,  ცივი კოქტეილი, გამორჩეული კერძები და პიკანტური გემოები, მუსიკა, გართობა — ეს არის ყველაფერი ის, რაც ზაფხულში შეიძლება ინატრო. ამიტომ, დაუვიწყარი შვებულებისა თუ უქმე დღეების გასატარებლად, SOLO მომხმარებლები ბათუმის არაერთი სასტუმროსა და რესტორნის გამორჩეული შეთავაზებებით ისარგებლებენ.

Iveria Beach

როგორც წესი, პარასკევი მოახლოებული უქმეების განწყობისთვის გვამზადებს და ხშირად პარასკევსვე იწყება თავდავიწყებით გართობა. სწორედ ამიტომ, Iveria Beach ყოველ პარასკევს, შაბათსა და კვირას გთავაზობთ 30%-იან ქეშბექს როგორც შესვლაზე , ისე შეზლონგებზე. SOLO Mastercard World Elite ბარათით გადახდის შემთხვევაში, თანხის 30% (მაქსიმუმ, 150 ლარი) უკან დაგიბრუნდებათ.

Iveria Beach-ზე დაგხვდებათ ყველაფერი იმისთვის, რომ მთელი დღე იქ გაატაროთ და მთელი ზაფხულის განწყობა შეიქმნათ — შეზლონგთან მორთმეული ცივი კოქტეილები, გემრიელი კერძები და რაც მთავარია, დღის ბოლოსთვის ცოცხალი ელექტრონული მუსიკა.

Le Meridien Batumi 

როცა დასვენებას ვახსენებთ, ვგულისხმობთ სრულ კომფორტსა და სასიამოვნო გარემოს. Le Meridien Batumi სწორედ ამას გპირდებათ 20%-იანი ფასდაკლებით. თანაც, გარდა ნომრისა, შეთავაზება მოიცავს უფასო წვდომას გარე და შიდა აუზზე, საუნასა და სპორტდარბაზზე. აქ ყველაფერია დასვენებისა და განტვირთვისთვის. 

Colosseum Marina Hotel

როცა ბათუმში დასვენებას ვგეგმავთ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხედია. რა თქმა უნდა, ზღვა შთაბეჭდილებების წყაროა, ამიტომ SOLO მომხმარებლებს შეუძლიათ, განსაკუთრებული შეთავაზებით ისარგებლონ  Colosseum Marina Hotel-ში და SOLO Visa ბარათით გადახდისას 15%-იანი ფასდაკლებამიიღონ.  

არ დაგავიწყდეთ, რომ იქ თვალწარმტაც ხედთან ერთად უმაღლესი ხარისხის სერვისი დაგხვდებათ, რაც თქვენს ბათუმურ მოგონებებს დაუვიწყარს გახდის.

Piazza boutique და Piazza Hotel

თუკი საქართველოში დასვენებისას იტალიურ განწყობაზეც არ იტყოდით უარს, SOLO მომხმარებლებს შეუძლიათ,  Piazza boutiqueსა და Piazza Hotel-ის შეთავაზებებზე 18%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ. მნიშვნელოვანია, რომ ფასდაკლება ვრცელდება ყველა ტიპის ნომერზე.

აქვეა კაფე-ბარები, რესტორნები, მუსიკა, ძველი ბათუმის გამორჩეული ქუჩები, მუსიკა და ყველაფერი ის, რაც თქვენს ზაფხულს მთელი წლის შთაბეჭდილებად აქცევს. 

Ga•zapkhuli

თუკი დროის ძველ ბათუმში გატარება გსურთ და თან კერძების მრავალფეროვანი არჩევანიც გხიბლავთ, კაფე Ga•zapkhuli ამისთვის საუკეთესო ადგილია. მით უფრო, რომ  კაფეში SOLO ბარათით გადახდისას 10%-იანი ქეშბექით ისარგებლებთ.

ქართულ-ევროპული სამზარეულო და საგაზაფხულო სპეციალური კოქტეილები, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებში გაზაფხულის სიგრილეს შეგაგრძნობინებთ — ეს არის ის, რასაც კაფე Ga•zapkhuli გთავაზობთ და არ უნდა გამოტოვოთ. 

360 სქაი ბარი

ქალაქის სტუმრობისას აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ მისი ზედხედით ტკბობის საშუალება, რადგან სანაპირო ქალაქს განსაკუთრებით ლამაზი ხედები აქვს. ამ დროს თან ცივ კოქტეილებს ან პრემიუმკლასის ღვინოს თუ დავაგემოვნებთ, შთაბეჭდილება განსაკუთრებით ძლიერი იქნება. ამიტომ, ეწვიეთ 360 Sky Bar-ს, დატკბით ქალაქის ხედებით, დააგემოვნეთ ექსკლუზიური კოქტეილები და დახვეწილი კერძები.  SOLO ბარათით გადახდის შემთხვევაში, კი გადახდილი თანხის 10% უკან დაგიბრუნდებათ.

Rustaveli Restaurant 

სიახლეები თუ გხიბლავთ და ზღვაზე დასვენებისას ახალი გამოცდილების მიღება გსურთ, Rustaveli Restaurant ამისთვის კარგი ადგილია. ეს ახალი მულტიკონცეფციური რესტორანი სრულიად განსხვავებულ გემოებს გაზიარებთ. ეწვიეთ რესტორანს ახალი გასტრონომიული გამოცდილებების მისაღებად , გადაიხადეთ SOLO ბარათით და დაიბრუნეთ გადახდილი თანხის 10%.  

მოკლედ, თუ ამ ზაფხულს ბათუმში დასვენებას აპირებთ და SOLO მომხმარებელი ხართ, მრავალფეროვანი არჩევანი გაქვთ, რომ დაუვიწყარი დრო თქვენზე მორგებული განსაკუთრებული პირობებით გაატაროთ.

წყარო: საქართველოს ბანკი

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები