დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
8-10 მარტს Expo Batumi–oს ორგანიზებით BATUMI BOOK & EDUCATİON 2024 გაიმართება

8-10 მარტს Expo Batumi–oს ორგანიზებით BATUMI BOOK & EDUCATİON 2024 გაიმართება

2024-02-27 12:45:00

8-10 მარტს ბათუმის სპორტის სასახლეში, კომპანია Expo Batumi–oს ორგანიზებით ბათუმის წიგნისა და განათლების მე-2 საერთაშორისო გამოფენა BATUMI BOOK & EDUCATİON 2024 გაიმართება.

BATUMI BOOK & EDUCATİON 2024-ის მიზანია, წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა. ასევე, დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ მიიღონ სრული ინფორმაცია სასწავლო პროგრამების, სტიპენდიების, გრანტებისა და სტაჟირების შესახებ.

გამოფენის ფარგლებში ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია და სხვადასხვა შემეცნებითგასართობი პროგრამები. BATUMI BOOK & EDUCATİON 2024-ში მონაწილეობას მიიღებს 35-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო დაწესებულება.

გამოფენაზე მონაწილეობას მიიღებენ: უცხოური და ადგილობრივი უნივერსიტეტები, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, სკოლები, გამომცემლობები, სტამბები, წიგნის მაღაზიები, ჟურნალ-გაზეთები, უცხო ენების შემსწავლელი ცენტრები, პოლიგრაფიული დანადგარებისა და მასალების მწარმოებლები/რეალიზატორები, გაცვლითი პროგრამები და სტიპენდიები; საერთაშორისო ორგანიზაციები, საგანმანათლებლო სააგენტოები საელჩოების წარმომადგენლები.

განათლების საკითხებზე გამოფენის მხარდამჭერები არიან: ა/რ მთავრობა, აჭარის განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო, სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის ავტოტრანსპორტი, თურქეთის განათლების სამინისტრო, ბათუმის მერია, საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატა, აჭარის სავაჭრო–სამრეწველო პალატა, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია (IIA), თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია (MÜSİAD), ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია (GÜRTİAD).

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები