დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
93%-ით გაზრდილი გაყიდვები და სამომავლო გეგმები – „ვოლვო ქარ კავკასია” 2024 წლის I კვარტალს აჯამებს

93%-ით გაზრდილი გაყიდვები და სამომავლო გეგმები – „ვოლვო ქარ კავკასია” 2024 წლის I კვარტალს აჯამებს

2024-04-10 12:11:00

ვოლვო ქარ კავკასია“, რომელიც ამიერკავკასიისა და შუა აზიის მასშტაბით პრემიუმ კლასისშვედური ავტომობილების ექსკლუზიური დილერია, 2024 წელს გაყიდვების გაზრდილიმაჩვენებლებით იწყებს. 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 2024-ში გაყიდვებისმაჩვენებელი 93%-ით გაიზარდა. ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ყველა ბაზარზე, თუმცა გაყიდვებისმიმართულებით წამყვანი მაინც საქართველოა და მასზე გაყიდული ავტომობილების 50% მოდის, მაღალი ზრდა დაფიქსირდა აზერბაიჯანშიც და საერთო გაყიდვების მაჩვენებელში 40%-იანი წილიდაიკავა, 10%-იანი წილი კი სომხეთს ეკუთვნის.

გაყიდვების რეკორდული ზრდა დააფიქსირა Volvo Cars-მა გლობალურ ბაზარზეც. მარტის თვეშიბრენდმა 78,970 მანქანა გაყიდა, რაც 25 %-ით აღემატება გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს, ხოლო ერთი თვის განმავლობაში გაყიდული ავტომობილების ყველა დროის ყველაზე მაღალიშედეგია.

გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიისდირექტორი: ზრდისგანმაპირობებელი რამდენიმე ფაქტორი იყო. მათ შორისუპირველესია ის, რომ VOLVO- პოპულარობა იზრდებაროგორც საქართველოში, ისე რეგიონის ქვეყნებში. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო საქართველოში ახალიშოურუმისა და სერვისცენტრის გახსნა, რომელიც გასულიწლის დეკემბრიდან ემსახურება მომხმარებელს. ჯამურიგაყიდვების მაჩვენებლებზე საგრძნობლად იმოქმედააზერბაიჯანის ბაზარზე დაფიქსირებულმა ზრდამ, რომელიც პირველად მიუახლოვდასაქართველოს გაყიდვებს. ერთ-ერთი ფაქტორი Volvo- სამოდელო რიგისმრავალფეროვნებაა, მოთხოვნა გაზრდილია პრემიუმ კლასის როგორც .. „Mild hybrid“, ისე „Plug-in hybrid“ მოდელებზე, აქტიურია „Volvo-სრულად ელექტრიფიცირებულიმოდელებიც“.

რაც შეეხება გაყიდვების ლიდერ მოდელებს, 2024 წლის პირველ კვარტალში ყველაზე გაყიდვადიXC90 და XC60 იყო, შემდეგი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი კი ბიზნესკლასის სედანი S90-ია. წინაწელთან შედარებით, XC60-ის გაყიდვები 129%-ით არის გაზრდილი, ხოლო XC90-ის 37%-ით.

დამუხტვად ჰიბრიდებს მთლიანიგაყიდვების 27%-იანი წილი უჭირავს, რაც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის50%-იანი ზრდაა. 2024 წლის პირველ კვარტალში ელექტრომობილების წილი 8%-მდეა გაზრდილი, თუმცავოლვო ქარ კავკასიაშიმოლოდინი აქვთ, რომ 2024 წლის განმავლობაშიელექტრომობილებზე მოთხოვნა გაიზრდება, რადგან ბაზარზე ბრენდის სრულად ელექტრული EX30 გამოჩნდება. შვედური ბრენდის სრულიად ახალი ელექტრომობილი ქართულ ბაზარზე ზაფხულისდასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი, აღსანიშნავია, რომ წინასწარი შეკვეთებივოლვო ქარსაქართველოსმიღებული აქვს. EX30 ბაზარზე პრემიუმ ხარისხითა და კონკურენტული ფასითშემოდის.

გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიისდირექტორი: მიმდინარე წლის მესამე კვარტალშიაზერბაიჯანში ახალი შოურუმი გაიხსნება და საკმაოდ მოცულობითი ინვესტიციაგანხორციელდება. ეს ფაქტი დადებითად იმოქმედებს ბრენდის პოპულარობაზე დაგაყიდვების კიდევ უფრო მეტად ზრდას ველით. დიდ იმედებს ვამყარებთ EX30-ზე, Volvo-სრულად ელექტრიფიცირებულ მოდელზე, რომელიც ძალიან კონკურენტული ფასითშემოვა ბაზარზე. ასევე წლის ბოლოს ველოდებით VOLVO- ფლაგმანს, სრულადელექტრულ EX90-, რომლის მიმართაც ინტერესი უკვე დიდია. ასევე ვმუშაობთუზბეკეთისა და ყაზახეთის ბაზრების ათვისებაზე და, ჯამში, 2024 წლის 60%-65%-იანიზრდით დახურვას ვგეგმავთ“.

რაც შეეხება გლობალურ ბაზარს, Volvo Cars-ის ელექტრიფიცირებული მოდელების ხაზის გაყიდვები, სრულად ელექტრო ან plug-in ჰიბრიდული ძრავით, 24 %-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურპერიოდთან შედარებით. ჯამში გაიყიდა 33,558 ელექტრო ავტომობილი, რაც საერთო გაყიდვების 42 პროცენტს შეადგენს გლობალურად.

--

თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანიავოლვო ქარ კავკასია შვედური ბრენდისვოლვოსოფიციალური იმპორტიორიაამიერკავკასიასა და შუა აზიაში. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილებისექსკლუზიური მომწოდებელია საქართველოში, უზბეკეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს. მათ შორისარის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები დაელექტრომობილები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით დისტანციურად დაათვალიეროსდა კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელის ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაცვოლვო ქარ კავკასიაუზრუნველყოფს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები