2025 წლის ბოლოს საქართველოს ბაზარზე ოთხი ლოკაციით ვიქნებით წარმოდგენილი - Costa Coffee Georgia
დიდი ისტორიის მქონე ბრიტანული ყავის სახლების ქსელი Costa Coffee საქართველოში ოფიციალურად 2025 წლის მაისში შემოვიდა. ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს Costa Coffee Georgia -ს საოპერაციო დირექტორმა ელენე ჯგერენაიამ განუცხადა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
დიდი ისტორიის მქონე ბრიტანული ყავის სახლების ქსელი Costa Coffee საქართველოში ოფიციალურად 2025 წლის მაისში შემოვიდა. Costa Coffee-ის საქართველოში ოფიციალურად წარმოადგენს Sarda Group-ი და მისი პარტნიორი, რომლებმაც მიზნად დაისახეს მაღალი ხარისხის საერთაშორისო ბრენდის ფართო ხელმისაწვდომობა ქართულ ბაზარზე.
პირველი ფილიალი 16 მაისს, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ლოკაციაზე, ილია ჭავჭავაძის N10-ში გაიხსნა.
ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ მაღალი ხარისხის ყავის პროდუქტებს, სხვადასხვა ცხელ და ცივ სასმელებს, დესერტებსა და მსუბუქ ლანჩ მენიუს.
როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?
Costa Coffee-ის მენიუ აერთიანებს, როგორც კლასიკურ, ისე განსაკუთრებულად გამორჩეულ სასმელებს. მომხმარებლებს ვთავაზობთ ფართო არჩევანს ცხელი და ცივი ყავების კატეგორიაში: ესპრესო, ამერიკანო, კაპუჩინო, ლატე, ფლეთ ვაითი, კარამელ მაკიატო, ესპანური ლატე და სხვა.
განსაკუთრებით პოპულარულია ჩვენი ცივი სასმელების მენიუ, რომელიც მოიცავს ცივ ყავებს, ფრაპეებს, ლიმონათებს, ცივ ჩაისა და არომატულ ქულერებს. ჩვენი ასორტიმენტი ასევე მოიცავს დესერტებსა და ლანჩ მენიუს, რომლებიც მორგებულია სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელზე, იქნება ეს ტკბილეულის თუ მსუბუქი ლანჩის მოყვარული ადამიანი.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
ბრენდის გახსნიდან რამდენიმე თვეში უკვე მკაფიოდ დავინახეთ, რომ საქართველოში ყავაზე მოთხოვნა საკმაოდ გაზრდილია. განსაკუთრებით თვალშისაცემია ინტერესი ცივი ყავების მიმართ - მათ შორის, ისეთი პროდუქტების, რომლებიც შედარებით ახალია ადგილობრივ ბაზარზე, როგორიცაა Costa-ს ფრაპეები, ქულერები, ესპანური ლატე და კარამელ მაკიატო. მომხმარებლები აფასებენ, როგორც პროდუქტის ხარისხს, ასევე სივრცის კომფორტს და მომსახურების სტანდარტს, რაც ერთად ქმნის Costa-ს წარმატების საფუძველს.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობაა სტაბილურად მაღალი ხარისხი, როგორც ყავის, ისე ყველა პროდუქტის.
ყავის თითოეულ ფინჯანში იგრძნობა ბრენდის ღრმა გამოცდილება და უნიკალური ბლენდის ხელწერა. გარდა ამისა, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა, კომფორტული ინტერიერი ქმნის ისეთ გარემოს, სადაც ადამიანები სიამოვნებით ბრუნდებიან, როგორც ხარისხიანი ყავისთვის, ისე თავიანთი დროის სასიამოვნოდ გასატარებლად.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
Costa Coffee 2025 წლის ბოლოს საქართველოს ბაზარზე ოთხი ლოკაციით იქნება წარმოდგენილი. შემდეგი წლისთვის ვგეგმავთ კიდევ ხუთი ახალი ფილიალის გახსნას, რაც ბრენდის აქტიურ გაფართოებასა და მომხმარებელთან კიდევ უფრო დაახლოებას ნიშნავს.
ჩვენი მიზანია, Costa Coffee გახდეს ქართველი მომხმარებლების საყვარელი ყავის სახლების ქსელი. ადგილი, სადაც მათ ყოველთვის დახვდებათ თბილი, სტუმართმოყვარე გარემო და სივრცე, სადაც შეეძლებათ დილით ენერგიის მოპოვება, დღის განმავლობაში მუშაობა, შეხვედრები ან უბრალოდ თავისუფალი დროის სასიამოვნოდ გატარება.
ცნობისთვის, Costa Coffee ცნობილია იტალიური ყავის მაღალი ხარისხითა და მდიდარი მემკვიდრეობით. ბრენდის ისტორია 1971 წელს ლონდონში დაიწყო, როდესაც იტალიელმა ძმებმა პატარა ყავის ქარხანა გახსნეს. მათ მიერ შექმნილი უნიკალური ბლენდი Mocha Italia დღემდე Costa Coffee-ის დამახასიათებელ გემოს წარმოადგენს. კომპანია ამ ეტაპზე ორ ფილიალს ფლობს : ჭავჭავაძის 10 ნომერში და Axis Towers-ის ბიზნეს ცენტრში. ახლო მომავალში კი არსებულ ფილიალებს კიდევ ორი ახალი ფილიალი დაემატება.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
05.08.2025.19:00
Chelti Winery / მეღვინეობა ჩელთი-ს მორიგი საერთაშორისო აღიარება. როგორც კომპანიის facebook-ის გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, „ჩელთის“ ღვინოებმა შანხაის მე-19 საერთაშორისო ღვინის კონკურსზე 3 ოქროს და 1 პლატინის მედალი მოიპოვა.
„სიხარულით გვინდა გაგიზიაროთ, რომ ჩელთის ღვინოებმა შანხაის მე-19 საერთაშორისო ღვინის კონკურსზე 3 ოქროს და 1 პლატინის მედალი მოიპოვა!
ღვინოები რომლებმაც მედლები მოიპოვა:
ოქრო – Chelti Kisi Qvevri Dry White 2022
ოქრო – Chelti Saperavi Qvevri Dry Red 2020
ოქრო – Chelti Tsinandali Dry White 2023
პლატინა – Chelti Saperavi Heritage Dry Red 2015“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.