მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7038.4
-0.0092
flag
AZN 1.5839
-0.0021
flag
CNY 37.726
-0.0015
flag
EUR 3.1394
-0.0003
flag
GBP 3.624
0.0104
flag
KZT 49.88
-0.0007
flag
TRY 0.0654
-0.0001
flag
USD 2.6936
-0.0035

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, 3 თვიანი, ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა

news image
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, 3 თვიანი, ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა.
სტაჟირებით დაინტერესებულ პირებს, 2025 წლის 1 სექტემბრიდან, 10 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე www.hr.gov.ge, განაცხადის გაკეთება შეუძლიათ სხვადასხვა პოზიციაზე.
სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სახელშეკრულებო მონიტორინგის დეპარტამენტის სტაჟიორი - 1 ვაკანსია:
სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის სტაჟიორი - 2 ვაკანსია:
საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტის სტაჟიორი - 2 ვაკანსია:
news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენი პრიორიტეტი რჩება უცვლელი: დიდ და მსყიდველუნარიანი საექსპორტო ბაზრები - ნუცა აბრამიშვილი Schuchmann Wines-ის მოლოდინებსა და გეგმებზე

04.09.2025.18:00


კახეთში Schuchmann Wines-ი რთველს რამდენიმე დღეში დაიწყებს. როგორც Business Insider Georgia-სთან Schuchmann Group-ის გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა განაცხადა, საკუთარი ვენახებიდან კომპანია წინასწარი მონაცემებით 1000 ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდება.

„რთველი 2025“ ჩვენს ვენახებში მომდევნო კვირიდან დაიწყება. ამ ეტაპისთვის ველოდებით იმ პარამეტრების მიღებას, რომლებიც მოგვცემს რთველის ოფიციალურად დაწყების საშუალებას - შაქრიანობას და ასე შემდეგ.

გეტყვით, რომ წელს ყურძნის არაჩვეულებრივ მოსავალს ველოდებით. შარშანდელთან შედარებით მეტი მოსავალის მოლოდინში ვართ. ამ ეტაპზე რთულია ზუსტი პარამეტრების დასახელება, თუ რა მოცულობის მოსავალს მივიღებთ, თუმცა სავარაუდო მაჩვენებელი 1000 ტონამდეა, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს ჩვენს პორტფელს.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს პორტფელში ღვინოების 80% მიღებული გვაქვს კახეთში მოწეული ყურძნისგან, ხოლო 20% - დასავლეთის ჯიშის ყურძნებიდან, რომელსაც, თავის მხრივ, ადგილობრივი ფერმერებიდან ვყიდულობთ. თუმცა ამ ეტაპზე ჯერ უცნობია, რა რაოდენობის ყურძენი იქნება შესყიდული, რადგან წლევანდელი ინტერესი და მოტივაცია გახლავთ, რომ ჩვენი ღვინოების 100% ჩვენსავე ვენახებში მოწეული ყურძნისგან იქნეს წარმოებული,“ - განმარტავს Schuchmann Group-ის გენერალური დირექტორი.

Schuchmann Wines Georgia-ს წლიური წარმოება დაახლოებით 1.5 მილიონი ბოთლი ღვინოა, საიდანაც 10-15% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, ხოლო დანარჩენი ექსპორტზე სხვადასხვა ქვეყანაში გადის.

„1.5 მილიონი ბოთლი ღვინო ყოველ წელს, ცხადია, არ იყიდება - ხდება ღვინოების დაძველება.
ჩვენ, როგორც მოგეხსენებათ, გვაქვს ორი ტიპის წარმოება: ეს არის ევროპული ტიპის წარმოება Schuchmann-ის ბრენდით და ტრადიციული, ანუ ქვევრის ღვინის წარმოება Vinoterra-ს ბრენდით.
შესაბამისად, ქვევრის ღვინის წარმოებას, ქართული ტრადიციული მეთოდით, სჭირდება მეტი დრო - მის წარმოების ციკლს, შემდგომ კი დავარგების ციკლს.
შესაბამისად, კომპანია Schuchmann Wines Georgia-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის ღვინოების წარმოება, რომელიც, როგორც დროს, ასევე შესაბამის ღირებულებას მოითხოვს,“ - აცხადებს ნუცა აბრამიშვილი.

Schuchmann Wines Georgia საკუთარი პროდუქციის ექსპორტს 20-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს და ბაზრების დივერსიფიკაციას მაქსიმალურად ცდილობს.

„კომპანიის მიზანია ბაზრების მეტი დივერსიფიკაცია, მეტი მსყიდველუნარიანი ბაზრები, და ჩვენი პრიორიტეტი რჩება უცვლელი: დიდ და მსყიდველუნარიან ბაზრებზე ვიყოთ წარმოდგენილები და ამით ვაბალანსოთ რისკები, რომლებიც შეიძლება იყოს სხვადასხვა გარე ფაქტორებიდან გამომდინარე,“ - განმარტავს ნუცა აბრამიშვილი.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა