მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.8
-0.0057
flag
AZN 1.5858
-0.003
flag
CNY 37.568
-0.0058
flag
EUR 3.1507
-0.0046
flag
GBP 3.6525
-0.0082
flag
KZT 50.02
0.0016
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.6968
-0.0042

აღმოაჩინეთ შეთავაზებები ფინანსურ სერვისებზე საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში

news image

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას და მათთვის დამატებითი შესაძლებლობების გაზიარებას აგრძელებს. ამჯერად, ბიზნეს მობილბანკში წამყვანი ფინანსური საკონსულტაციო და ანალიტიკური პლატფორმებისგან შეთავაზებები გაერთიანდა, რაც მცირე და საშუალო ბიზნესებს ფინანსების მენეჯმენტში დაეხმარება.

საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებისთვის ციფრულ არხში ხელმისაწვდომია განსაკუთრებული პირობები ისეთ სერვისებზე, როგორებიცაა ფინანსური ანალიტიკა, ფინანსური მენეჯმენტი, ფინანსური რეპორტინგი, ბიზნესის დაგეგმვა და სხვა. მათ შორისაა:

50%-იანი ფასდაკლება ფინანსური ანალიტიკის პლატფორმაზე - Amadeo

Amadeo.ge  ინოვაციური ფინტექ პლატფორმაა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებს სრულფასოვან ფინანსურ ანალიტიკას და მარეგულირებელი ანგარიშგების ავტომატიზაციას სთავაზობს. პლატფორმა კომპანიის მფლობელებსა და ბუღალტრებს ინფორმირებული და სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.

Amadeo საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს სერვისების სრულ ჩამონათვალზე 1 წლის განმავლობაში 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს, თანხის უკან დაბრუნების 3 თვიანი გარანტიით.

ვრცლად შეთავაზება იხილეთ აქ     

40% ფასდაკლება კომპანიის ფინანსურ მომსახურეობაზე - ლევერიჯ კონსალტინგი

ლევერიჯ კონსალტინგი ფინანსური საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს ფინანსური მენეჯმენტის სრულ სერვისებს, პროფესიონალურ მომსახურებას და კონფიდენციალურობას სთავაზობს.

სერვისების ჩამონათვალი მოიცავს ფინანსური მენეჯერის/დირექტორის აუთსორსინგს, ფინანსურ ანალიზსა და დიაგნოსტირებას, ფინანსური პროცესების ოპტიმიზაციას და სხვა.

საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ამ და სხვა სერვისებზე 40%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ.

ვრცლად შეთავაზება იხილეთ აქ    

35% ფასდაკლება ფინანსური მენეჯმენტის ყველა მიმართულებაზე - ფინანსური ლაბორატორია
საკონსულტაციო კომპანია ფინანსური ლაბორატორია 10 წელია, რაც მომხმარებლებს ბიზნესის საჭირობებზე მორგებულ სრულ ფინანსურ სერვისს სთავაზობს.

საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს კი შეუძლიათ ფინანსური მენეჯმენტის სხვადასხვა მიმართულებაზე, 35%-იანი ფასდაკლება მიიღონ. მათ შორის, კომპანიის სრულ ფინანსურ მართვაზე, სტრატეგიულ ფინანსურ დაგეგმვაზე, ბიზნესის შეფასებაზე და სხვა.

ვრცლად შეთავაზება იხილეთ აქ    

20% ფასდაკლება ფინანსური რეპორტინგის მომსახურებაზე - Savvy

SavvY სპეციალიზებული ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ბიზნესისთვის დამატებით ღირებულებას საკონსულტაციო სერვისების მეშვეობით ქმნის. კომპანია პერსონალიზებული და პრაქტიკული მიდგომით ორგანიზაციებს რთული ბიზნეს გამოწვევების გამკლავებაში ეხმარება.

SavvY ბიზნესს სხვადასხვა ტიპის საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს მათ შორის: კვლევასა და დაგეგმვას, მხარდაჭერას დაფინანსების მოპოვებაში, ინვესტიციების მართვას და სხვა. დამწყები ბიზნესები კი, რომლებიც საქართველოს ბანკის მომხმარებლები არიან, ფინანსური მენეჯმენტის მომსახურებაზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

ვრცლად შეთავაზება იხილეთ აქ  

გარდა ამისა, საქართველოს ბანკი მომხმარებლებს ათობით სხვა ბიზნესის პროდუქტებსა და მომსახურებაზე შეღავათებსა და სპეციალურ პირობებს სთავაზობს. გაიგეთ მეტი შეთავაზებების შესახებ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკიდან.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს ან გადმოწერეთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი. ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში ონლაინ მარტივად 2 წუთში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ცვლილებები „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაში დაეხმარება - ლევან ვეფხვაძე

18.08.2025.21:44

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შედის, რომლის ფარგლებშიც გაფართოვდება მეწარმეებისათვის მხარდაჭერის შესაძლებლობები. საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაში დაეხმარება. 

როგორც ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ იზრდება სახელმწიფოს თანამონაწილეობა როგორც სასესხო ნაწილში, ასევე ლიზინგის კუთხით. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საგრანტო კომპონენტის გაფართოებასა და ისეთი მიმართულებების მხარდაჭერაზე, როგორიცაა მწვანე პროექტები, ქალთა ჩართულობა ბიზნესში, ბიზნესის გაციფროვნება, კვლევა - განვითარება და აგროტურიზმი.

„ამ კუთხით, ბიზნესის წახალისება პოზიტიური ნაბიჯი იქნება ინოვაციური და მდგრადი პროექტების დასაფინანსებლად, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,“ - აღნიშნა საქართველოს ბიზნეს - ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა