მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7092.3
0.0725
flag
AZN 1.601
0.0167
flag
CNY 37.946
0.0471
flag
EUR 3.1909
0.0627
flag
GBP 3.6943
0.0674
flag
KZT 50.57
0.0078
flag
TRY 0.0668
0.0007
flag
USD 2.7226
0.0284

Air Arabia Abu Dhabi-ს მიერ კვირაში 8 სიხშირით ოპერირება საშუალებას მოგვცემს დავაკმაყოფილოთ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან მზარდი ტურისტული მოთხოვნა - ლევან მოსეშვილი

news image

Air Arabia Abu Dhabi-მ ​ თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირეები გაზარდა.  აგვისტოს თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით აბუ დაბიდან ფრენები კვირაში 8-ჯერ შესრულდება, ხუთშაბათობით ავიაკომპანია დღეში ორჯერ იფრენს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, სამომავლოდ, Air Arabia Abu Dhabi თბილისის მიმართულებით სიხშირეების კვირაში 10-მდე ზრდას განიხილავს. 

,,ავიაკომპანიის მხრიდან გადაწყვეტილება მიღებულია იმისთვის, რომ მომხმარებელს მეტი არჩევანი შესთავაზოს და დააკმაყოფილოს მზარდი მოთხოვნა პირდაპირ და ხელმისაწვდომ მგზავრობაზე არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქსა და ჩვენს დედაქალაქს შორის.

გალფის ქვეყნები ჩვენი მიზნობრივი და მნიშვნელოვანი ბაზარია. შესაბამისად, ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabi-ს მიერ კვირაში 8 სიხშირით ოპერირება საშუალებას მოგვცემს დავაკმაყოფილოთ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან მზარდი ტურისტული მოთხოვნა ჩვენი ქვეყნის მიმართ. ტურისტული ნაკადები საქართველოსთან მიმართებაში კიდევ უფრო მზარდი გახდება 2026 წლიდან, მას შემდეგ რაც, ახლო აღმოსავლეთის კიდევ ერთი წამყვანი ავიაკომპანია Etihad Airways დაიწყებს თბილისსა და აბუ დაბის შორის ოპერირებას,-‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

2025 წლის 7 თვის მონაცემებით, ავიაკომპანია აბუ დაბი-თბილისის-აბუ დაბის მიმართულებით 50 ათასამდე მგზავრს მოემსახურა. 



news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენი ფინანსური შემოსავალი დაახლოებით 10–15%-ით არის გაზრდილი - "პიელ ნატურალსი"

13.08.2025.18:00

მოთხოვნიდან გამომდინარე გასარუჯ ხაზში დავამატეთ 30SPF და 50SPF დიდ მოცულობაში. ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს „პიელ ნატურალსის“ დამფუძნებელმა თათუკა ლომაძემ განუცხადა. მისივე თქმით, ახალი შეფუთვა გაცილებით კომფორტული და მოსახერხებელია.


„საკმაოდ დიდი ხანია არსებობს მოთხოვნა 30SPF და 50SPF დამცავების დიდ მოცულობებზე. ჩვენ უკვე წელიწად ნახევარზე მეტია რაც გვაქვს 30SPF და 50SPF -იანი სახის დამცავები და ახლა უკვე მოთხოვნიდან გამომდინარე გასარუჯ ხაზში დავამატეთ დიდი ზომის მოცულობები, რომელიც არის გადამუშავებადი პლასტმასის შეფუთვაში და არ ტყდება. პროდუქტი არ ტოვებს თეთრ კვალს, მყისიერად შეიწოვება, არის UVB-UVA-IR დამცავი ფორმულით, უზრუნველყოფს სრულყოფილ დაცვას მზის გამოსხივების წინააღმდეგ, ამცირებს კანის სიწითლისა და გაღიზიანების რისკს, იდეალურია 3 წლის ზემოთ ბავშვებისთვისაც “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

ასორტიმენტს დაემატა სხვადასხვა სახის გლოსი, რომელიც ტუჩს გამოშრობისგან იცავს.

„ჩვენს ასორტიმენტს დაემატა ყურძნის წიპწის ზეთის ბაზაზე შექმნილი სამი ახალი გლოსის ფერი: შოკოლადისფერი, ვანილისფერი და ბურგუნდისფერი, რომლებიც ამჟამად ყველაზე ტრენდულია. გარდა ამისა, დავამატეთ მარწყვის გლოსიც.
მოთხოვნა ჩვენს პროდუქციაზე საკმაოდ მაღალია, რის შედეგადაც ჩვენი ფინანსური შემოსავალი დაახლოებით 10–15%-ით გაიზარდა “, - აცხადებს თათუკა ლომაძე.

კომპანია, შემოდგომის სეზონისთვის აქტიურად ემზადება და ახალი ხაზის დამატებას გეგმავს.

“ვმუშაობთ შემოდგომის სეზონისთვის. ვგეგმავთ ახალი ხაზის გამოშვებას, რომელიც იდეალურად მოერგება გარუჯულ კანს სახის მოვლის მიმართულებით. გარდა ამისა, სექტემბრიდან დავიწყებთ რეტინოლის ხაზის წარმოებას, რომელშიც წარმოდგენილი იქნება 24K ოქროთი და რეტინოლით გამდიდრებული დღის და ღამის კრემები და ასევე შრატი “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, Piel Naturals-ი არის N1 ქართული თავის მოვლის პრემიუმ კოსმეტიკის ბრენდი. კომპანიის მიზანია მაღალი ხარისხის, ნატურალური პროდუქტების შექმნა. პროდუქციის სრული ასორტიმენტი, მორგებულია კანის სხვადასხვა ტიპებსა და პრობლემებზე. Piel Naturals-ის ძირითადი ნიშა ის არის, რომ პროდუქცია არ შეიცავს პარაბენს, პარაფინს, სილიკონებს და მავნე ნივთიერებებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა