მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7153.5
0.0109
flag
AZN 1.6115
0.0029
flag
CNY 38.525
0.0027
flag
EUR 3.2234
-0.0142
flag
GBP 3.701
-0.0328
flag
KZT 50.62
0.0008
flag
TRY 0.0662
0
flag
USD 2.7405
0.0049

,,ამბასადორი აილენდის“ პროექტის 26 ჰა მიწის ფართობი ექსპლუატაციაში იქნა მიღებული

news image

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტის ფარგლებში შავი ზღვის აკვატორიაში შექმნილი ხელოვნური კუნძულის პირველი ფაზა – დასავლეთ ნახევარკუნძულის 26 ჰექტარი – სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ ექსპლუატაციაში მიიღო. ექსპლუატაციაში მიღებას საფუძვლად დაედო პროექტის შესაბამისობის შესახებ სამხარაულის ეროვნული ბიუროს საექპერტო დასკვნა, რომელიც უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით მომზადდა.

2025 წლის სექტემბრის თვიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე ორი ულტრათანამერდროვე, მრავალფუნქციური შენობა ნაგებობის მშენებლობის დაწყება იგეგმება, რომელიც მოიცავს საცხოვრებელ აპარტამენტებს, სასტუმროებს, ღია და დახურულ აუზებს, ფიტნეს ცენტრებს, გასართობ-გამაჯანსაღებელ სივრცეებს, სავაჭრო ცენტრს და ა.შ.

ბათუმის ხელოვნური კუნძული უნიკალურ პროექტს წარმოადგენს, რომელიც 84 ჰექტარზე გაშენებული ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად და ქვეყანასა და რეგიონს ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს სთავაზობს. პროექტის მშენებლობა დაწყების დღიდან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის დასტურია ისიც, რომ „ამბასადორ აილენდ ბათუმი” სახელმწიფოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს 5 წლიანი წინსწრებით ასრულებს და დღეისათვის სრული 84 ჰა მიწის ნაკვეთიდან 38 ჰექტარი ფაქტობრივად განაშენიანებულია.

პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ არაერთ საერთაშორისო, პრესტიჟულ კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს, მათ შორისაა თურქული არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje და გლობალური ბრიტანული კომპანია ARUP, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქის გეგმარებაშია ჩართული.

საინვესტიციო ვალდებულებების ფარგლებში „ამბასადორ აილენდ ბათუმის” ორი ნახევარკუნძულისა და კუნძულის ტერიტორიის 49% საჯაროდ ხელმისაწვდომ რეკრეაციულ ზონებს დაეთმობა, მათ შორის ტყე-პარკებს, საფეხმავლო ბილიკებს, სპორტულ მოედნებსა და გასართობ-გამაჯანსაღებელ სივრცეებს. გარდა ამისა ტერიტორიაზე აშენდება საგანმანათლებლო და ჯანდაცვის დაწესებულებები, სასტუმროები, აპარტამენტები, ბინები, ვილები, ვერტოდრ ომები, იახტკლუბი და სხვ.

არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი კომპანიის კოლაბორაციის შედეგად შექმნილი ხელოვნური კუნძული რეგიონის სანაპირო ზოლის ურბანული განვითარების ახლებურ სტანდარტსაც ჩაუყრის საფუძველს, რომელიც ტერიტორიის ფიზიკური გაფართოების კვალდაკვალ, მომავლის ქალაქებზე საზოგადოების წარმოდგენების ჰორიზონტსაც შეცვლის.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა უნიკალური გემო და უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტების გამოყენებაა -Saponchike

19.09.2025.18:00

Saponchike მაღაზია-მინი კაფის კონცეფციის სივრცეა, რომელიც 2024 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ხათუნა შონიას ესაუბრა.


როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

ჩვენი კომპანია მაღაზია-მინი კაფის კონცეფციისაა და ფუნქციონირებს 2024 წლის მაისიდან.

როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?

მომხმარებლებს ვთავაზობთ ყველასთვის საყვარელ კლასიკურ დონატს შიგთავსით, ასევე 20-ზე მეტ ორიგინალური გემოს დონატებს, რომლებიც ჩვენთვის ასოცირდება ბავშვობასთან და სასიამოვნო ემოციებთან.

დღევანდელი ასორტიმენტი მრავალფეროვანია და მოიცავს:

• ჩვენი ინტერპრეტაციით შექმნილ სინაროლებს;
• უნიკალურ შეფუთვაში წარმოდგენილ დესერტებს – ტრუფელებს;
• ნატურალურ წვენებზე დამზადებულ მილქშეიკებსა და ლიმონათებს;
• კლასიკურ ყავას;
• ჩამოსასხმელ ნაყინს.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

ზაფხული გაყიდვების თვალსაზრისით შედარებით მშვიდი პერიოდი აღმოჩნდა, რადგან ჩვენი მომხმარებლების დიდი ნაწილი დასასვენებლად იყო წასული.
თუმცა, სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ლოკაცია რამდენიმე უნივერსიტეტთან ახლოსაა, ვვარაუდობთ, რომ მოთხოვნა ყოველდღიურად გაიზრდება.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ორიგინალურ გემოს და უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტების გამოყენებას, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი პროდუქციის განსაკუთრებულ და განსხვავებულ გემოზე.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

კომპანია ახალი გახსნილია, ამიტომ უახლოესი პერიოდის მთავარი მიზანია ბრენდის ცნობადობის გაზრდა და მომხმარებელთა ნდობის მოპოვება.

დიდი სურვილი გვაქვს სამომავლოდ მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა ფორმატისა და მასშტაბის ღონისძიებებში.

ინფორმაციისთვის, სივრცე ქალაქ თბილისში, ილია ჭავჭავაძის 16 ნომერში მდებარეობს. სამუშაო საათებია ყოველ დღე 10:00 საათიდან 22:00 საათამდე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა