არაბთა გაერთიანებულ საამიროებს გააჩნია ძალიან ძლიერი კომპანიები და როდესაც ვსაუბრობთ Eagle Hills-ის ინვესტიციებზე, აქ აბსოლუტურად კერძო ინვესტიციებს ვგულისხმობთ - ჯემალ ინაიშვილი
EMAAR-ის ინვესტიციის განხორციელებით, ყველა არსებული ავიაკომპანია, რომელიც არსებობს საამიროებში იფრენს თბილისში და შეასრულებს არაერთ ფრენას კვირის განმავლობაში, - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას "თბილისი დრაი პორტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, არაბეთის გაერთიანებული საამიროებისთვის საქართველო საკმაოდ საინტერესო მიმართულებაა.
„გამომდინარე ჩემი გამოცდილებიდან მათთან ურთიერთობის შემიძლია ვთქვა და ვიცი მათი გეგმების შესახებ, რომელიც მათ გააჩნიათ საქართველოსთან, კავკასიის მთლიანად რეგიონთან და ცენტრალური აზიასთან. გამომდინარე იქიდან, რომ საამიროები ახლოს არის გეოგრაფიულად ჩვენთან განლაგებული და გახლავთ დღეს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი თავისი თავისუფალი ეკონომიკური ზონების, ნავსადგურების, საპორტო ინფრასტრუქტურის და ერთ-ერთი უმძლავრესი „ჰაბია“ საავიაციო - აქედან გამომდინარე, ისინი მოიცავენ, ფარავენ ჩვენს რეგიონს ძალიან კარგად. თუნდაც, რომ ავიღოთ სიხშირე ფრენების არამარტო ერთი ავიაკომპანიის, ახლა Etihad Airways დაემატება და ყველა არსებული ავიაკომპანია, რომელიც არსებობს საამიროებში იფრენს თბილისში და შეასრულებს არაერთ ფრენას კვირის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, მათ კონკრეტული ინტერესები გააჩნიათ ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ეს არის უზბეკეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი და ჩვენ ვართ ლოგიკური გაგრძელება მათი ინტერესისა, რათა მოხდეს ნედლეულის და წიაღისეულის გატანა მსოფლიო ბაზარზე. ისინი აქტიურად არიან ახლა ჩართული ყაზახეთის საპორტო ინფრასტრუქტურის პროექტებში. ბოლო სიახლე არის, რომ ჩვენმა პარტნიორმა „აბუ-დაბი პორტის ჯგუფმა“ უკვე დაიწყო ორი თანამედროვე საკონტეინერო გემის მშენებლობა აზერბაიჯანში, გაფორმდა ხელშეკრულება და იგეგმება ყაზახეთის მიმართულებით, რომელიც დააკავშირებს ბაქოს აქტაუსთან, კურიგთან და თურქმენბაშის ნავსადგურთან. ეს ორი გემი მხოლოდ დასაწყისია. რაოდენობა შეიძლება ავიდეს 10-ზე, 20-ზე და მეტზე. დღეს ეს არის მათი სტრატეგიული რეგიონი მათი ინვესტიციებისთვის. იცით რომ ძალიან მდიდარია ქვეყანა, ძალიან დიდი შესაძლებლობები გააჩნია და მათი კომპანიები როგორიც არის „აბუ-დაბის პორტის ჯგუფი“, „დუბაი პორტს ვორლდ“ (Dubai Ports World) და ა.შ იგივე ვთქვათ სამშენებლო კომპანიები, დეველოპერული კომპანიები. მათ ეს რეგიონი აინტერესებთ, ბევრი სტუმარი ჩამოდის საქართველოში. შესაბამისად, საქართველო არის პოპულარული მიმართულება. აქედან გამომდინარე, ეს კრავს მთლიან ჯაჭვს ინტერესისას. ყახაზეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი და საქართველო“, - აღნიშნა ჯემალ ინაიშვილმა.
"თბილისის დრაი პორტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თქმით, ეს ქვეყანა თავისთავად ძალიან ძლიერია ეკონომიკური თვალსაზრისით.
„მაგრამ გარდა ამისა, მათ გააჩნია ძალიან ძლიერი კომპანიები და როდესაც ვლაპარაკობთ ჩვენ Eagle Hills-ის ინვესტიციებზე, იქ აბსოლუტურად კერძო ინვესტიციებია, იქ სახელმწიფო არ მონაწილეობს“, - განმარტავს ინაიშვილი.
დღის ტოპ 10 სიახლე
თბილისის შემოვლითი გზის 45-ე კმ-ზე დაწესებული მოძრაობის შეზღუდვა 28 ნოემბრის ჩათვლით გახანგრძლივდა
სხვა სიახლეები
დაიბრუნეთ 25% ბიზნეს Mastercard-ით გადახდისას და ისარგებლეთ უფასო გადარიცხვებით საქართველოს ბანკისგან
28.10.2025.18:55
საქართველოს ბანკი ბიზნესის აქტიურ მხარდაჭერას განაგრძობს და მუდმივ რეჟიმში ქმნის კომფორტულ, მოქნილ და ეფექტური სისტემას ფინანსებისა მართვისა და გადახდებისთვის.
ამ მხარდაჭერის ფარგლებში, ბანკმა განსაკუთრებული შეთავაზებები მოამზადა მათთვის, ვისაც 2025 წლის 1-ელი აგვისტოდან 1 ოქტომბრამდე არ უსარგებლია ბიზნეს მობილბანკით ან ინტერნეტბანკით, ან ჯერ ისევ არ აქვს იურიდიული პირის ბიზნეს ანგარიში.
კამპანია 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება და რამდენიმე სარგებელს აერთიანებს:
25% ქეშბექი Mastercard-ის ბიზნეს ბარათით გადახდისას
შესყიდვები, მცირე თუ მსხვილი ხარჯები ნებისმიერი ბიზნესის ყოველდღიურობის ნაწილია. მოახლოებულ ფასდაკლებებთან ერთად დამატებითი ქეშბექი გამორჩეული სარგებელია.
კამპანიის ფარგლებში, 31 დეკემბრის ჩათვლით, ბიზნესები Mastercard ბიზნეს ბარათით შესრულებულ ნებისმიერი ტიპის გადახდაზე 25%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ. ქეშბექი მოქმედებს თუ:
• იხდით ონლაინ ან ყიდულობთ ციფრული აპლიკაციების გამოწერებს;
• თუ იხდით ფიზიკურად და ყიდულობთ საკანცელარიო ნივთებს ოფისისთვის.
კამპანიის ფარგლებში, Mastercard ბიზნეს ბარათზე ნებისმიერ გადახდის მეოთხედი, მაქსიმუმ 500 ლარი, უკან დაგიბრუნდებათ თუ 1 აგვისტოს შემდეგ პირველად გამოიყენებთ ბიზნეს მობილბანკს ან ინტერნეტბანკს. ბარათის შეკვეთა ონლაინ შეგიძლიათ.
უფასო გადარიცხვები
თანამედროვე ბიზნესის წარმატება მუდმივ გადარიცხვებს, სწრაფ ანგარიშსწორებებსა და ხშირ საერთაშორისო ოპერაციებს გულისხმობს, რაც, როგორც წესი, საკომისიო ხარჯებთანაა დაკავშირებული.
კამპანიის ფარგლებში კი შეგიძლიათ გადარიცხოთ ბიზნეს მობილბანკით ან ინტერნეტბანკით თვეში 1 000 000 ლარამდე თანხა სასურველ ვალუტაში ყოველგვარი საკომისიოს გარეშე.
M ბიზნეს ნაკრები 3 თვით უფასოდ
კამპანიის მესამე და მნიშვნელოვანი შეთავაზება M ბიზნეს ნაკრებია, რომლითაც სამი თვის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებთ.
ბიზნეს ნაკრები მოიცავს ბიზნესის გამართულად მუშაობისთვის საჭირო ყველა ძირითად პროდუქტსა და სერვისს. M ნაკრები კიდევ ბევრ სხვა უპირატესობას აერთიანებს, დეტალებს ამ ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ.
კამპანიის ფარგლებში 3 თვით უფასოდ შეძლებთ:
• გაანაღდოთ მარტივად: ბანკომატიდან განაღდების დღიური ლიმიტი 30 000 ლარია.
• დაზოგოთ გადარიცხვებზე და კომუნალურებზე: გადარიცხვებზე და გადასახადებზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებთ.
• გადაანაწილოთ ხარჯები: 2 ციფრულ და 2 პლასტიკურ ბარათს უფასოდ მიიღებთ.
საქართველოს ბანკის ბიზნეს პროდუქტები კარგი შესაძლებლობაა ფინანსების სამართავად, რუტინული ოპერაციების გასამარტივებლად და საინტერესო შეთავაზებების მისაღებად. კამპანიაში ჩასართავად, დარეგისტრირდით ბმულზე 31 დეკემბრამდე!
გაიგეთ მეტი საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკის შესაძლებლობების შესახებ. ხოლო თუ ჯერ არ ხართ ბანკის მომხმარებელი, გახსენით ანგარიში ონლაინ, 2 წუთში.