მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7077.8
-0.0005
flag
AZN 1.5949
0.0008
flag
CNY 38.065
0.0016
flag
EUR 3.1863
0.0003
flag
GBP 3.6475
-0.0042
flag
KZT 49.99
-0.0005
flag
TRY 0.0654
0
flag
USD 2.7113
0.0003

ბაზისბანკი წარმოგიდგენთ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს „თბილისური ბროწეულები“

news image

ბაზისბანკის ოფიციალური მხარდაჭერით, 25-დან 28 სექტემბრის ჩათვლით, სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრი უმასპინძლებს საერთაშორისო კამერული და მონოსპექტაკლების ფესტივალს – „თბილისური ბროწეულები“.

ფესტივალი ეძღვნება რეჟისორ სერგო ფარაჯანოვის შემოქმედებით მემკვიდრეობას და გაიხსნება ახმეტელის თეატრის სპექტაკლით „აღსარება - მე, სერგო ფარაჯანოვი“, რომელიც ასახავს ფარაჯანოვის შთამბეჭდავ და მრავალმხრივ შემოქმედებით გზას.

თბილისური ბროწეულები წელს განსაკუთრებით გამორჩეულია ჟანრობრივი მრავალფეროვნებითა და საერთაშორისო მასშტაბით. ოთხდღიანი პროგრამა მოიცავს როგორც მონოლოგურ წარმოდგენებსა და კამერულ დადგმებს, ასევე ქორეოგრაფიულ სპექტაკლებს. მაყურებელს  შესაძლებლობა ექნება გაეცნოს მსოფლიო თეატრალურ სივრცეში აღიარებული რეჟისორებისა და არტისტების ნამუშევრებს.

ფესტივალი წელს 7 ქვეყნის წარმომადგენლებს უმასპინძლებს ლიეტუვადან, ამერიკიდან, ისრაელიდან, რუმინეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან და საქართველოდან. ფესტივალის ფარგლებში თბილისს ესტუმრებიან ისეთი მნიშვნელოვანი სახელოვნებო ფიგურები, როგორებიც არიან ლიეტუველი რეჟისორი – ოსკარას კორშუნოვასი და გერმანელი ქორეოგრაფი რაინერ ბერი, პინა ბაუშის თეატრის მოცეკვავე და თანამედროვე ცეკვის ერთ-ერთი გამორჩეული ხმა, რომელიც ფესტივალზე წარსდგება რეჟისორისა და შემსრულებლის ამპლუაში, რაც პროგრამას განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და ემოციურ მუხტს სძენს.

„თბილისური ბროწეულები“ თეატრალური ხელოვნების მოყვარულებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს ეზიარონ საერთაშორისო სცენის საუკეთესო ნამუშევრებს.

ფესტივალის პროგრამის და ბილეთების შესახებ ინფორმაციას გაენობით აქ

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ინოვაციური განათლება და მდგრადი განვითარება - Skillwill-ისა და Hunnewell Cement-ის თანამშრომლობა გრძელდება

25.09.2025.20:29

თანამედროვე ბიზნესგარემოში სულ უფრო ცხადი ხდება, რომ კომპანიების წარმატება მხოლოდ ტექნოლოგიურ რესურსებზე არ არის დამოკიდებული. გადამწყვეტ როლს ადამიანური კაპიტალი ასრულებს, კერძოდ, თანამშრომელთა ცოდნა, პროფესიული განვითარება და გამოწვევებთან ადაპტაციის უნარი.
სწორედ ამ პრინციპს ემყარება Skillwill-ისა და Hunnewell Cement-ის თანამშრომლობა, რომელიც ინოვაციური შესაძლებლობების, ციფრული ტრანსფორმაციისა და თანამედროვე უნარების გაძლიერებაზეა ორიენტირებული.
თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე წელს განხორციელდა ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი „AI პრაქტიკაში“, რომლის ფარგლებშიც კომპანია Hunnewell Cement-ის 40-მდე თანამშრომელი გადამზადდა. კურსის მთავარი მიზანი იყო ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული გამოყენების შესახებ ცოდნის გაზიარება და თანამშრომელთა ციფრული უნარების გაძლიერება. აღსანიშნავია, რომ პროგრამა არ შემოიფარგლა მხოლოდ თეორიული სწავლებით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეალურ მაგალითებსა და იმ საჭიროებებზე, რომლებსაც თანამშრომლები ყოველდღიური ოპერაციებსა თუ კომპანიის მართვის სხვა სეგმენტებში აწყდებიან.
თანამშრომლობა გრძელდება და მიმდინარე პერიოდში უკვე დაიგეგმა რამდენიმე ახალი კორპორატიული ჯგუფის გადამზადება ხელოვნურ ინტელექტსა და ციფრულ მარკეტინგში. აღსანიშნავია, რომ ციფრული მარკეტინგი კომპანიებს საშუალებას აძლევს უკეთ მოერგონ მომხმარებელთა საჭიროებებს, გააძლიერონ დამსაქმებლის ბრენდინგი და შექმნან ახალი შესაძლებლობები, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
Skillwill-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მარიამიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის თანამშრომლობა გადამწყვეტ როლს ასრულებს არა მხოლოდ კონკრეტული კომპანიების წარმატებაში, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური ეკოსისტემის გაძლიერებაში:
„ჩვენი მიზანია, რომ საგანმანათლებლო პროგრამები მაქსიმალურად მორგებული იყოს ბიზნესის რეალურ საჭიროებებზე. Hunnewell Cement-თან ერთად განხორციელებული პროექტი ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება სწორი განათლება იქცეს კომპანიის ინოვაციის წყაროდ და განვითარების სტიმულად. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ პროგრამაში გამოყენებული იყო ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული ელემენტები. ეს მიმართულება დღეს ბიზნესის თითქმის ყველა სექტორში გარდამტეხ როლს ასრულებს და მომავალში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება. ჩვენი სტუდენტები და კურსდამთავრებულები უკვე პირველივე დღიდან ქმნიან რეალურ ღირებულებას, რაც ყველაზე დიდი შედეგია, რომელსაც განათლება ბიზნესისთვის იძლევა.“
Hunnewell Cement-ის ტალანტების სწავლებისა და განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი ნინო იანვარაშვილი ხაზს უსვამს, რომ თანამშრომლების უწყვეტი განვითარება კომპანიის სტრატეგიული ხედვის განუყოფელი ნაწილია:
„ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია, თანამშრომლებს მივცეთ ახალი უნარების განვითარებისა და თანამედროვე ცოდნის შეძენის შესაძლებლობა - ეს ჩვენი ორგანიზაციული კულტურის განუყოფელი ნაწილია. Skillwill-ის ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულმა კურსმა მნიშვნელოვნად გააძლიერა ჩვენი გუნდის ციფრული შესაძლებლობები და შექმნა საფუძველი, რომ კომპანიაში ინოვაციები უფრო სწრაფად და ეფექტიანად დაინერგოს. სწორედ ამიტომ ვაფასებთ Skillwill-თან თანამშრომლობას, როგორც გრძელვადიან ინვესტიციას ადამიანების პროფესიულ განვითარებაში.“
Skillwill-ისა და Hunnewell Cement-ის ერთობლივი პროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თანამედროვე ბიზნესის წარმატება დიდწილად ეფუძნება თანამშრომლების ცოდნის განახლებასა და იმ უნარების შეძენას, რომლებიც უშუალოდ თანამედროვე ბაზარს სჭირდება. დღეს, როდესაც ციფრული ტრანსფორმაცია ინდუსტრიის ყველა სეგმენტს მოიცავს, ადამიანური კაპიტალის განვითარება აღარ არის მხოლოდ შიდა მიზანი, ის კომპანიების გარე კონკურენტუნარიანობის მთავარი წინაპირობაა. Skillwill-ი აგრძელებს მსგავსი ტიპის თანამშრომლობის განვითარებას და ბიზნესსექტორთან ერთად ქმნის ახალ საგანმანათლებლო სტანდარტს, რომელიც ადამიანურ კაპიტალს ქვეყნის ეკონომიკური პროგრესის მთავარ საფუძვლად აქცევს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა