მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7112.4
0.0185
flag
AZN 1.6005
0.0039
flag
CNY 38.329
0.0113
flag
EUR 3.174
0.013
flag
GBP 3.6265
0.0033
flag
KZT 50.95
0.0044
flag
TRY 0.0648
0.0001
flag
USD 2.7212
0.006

Biodiesel Georgia-მ ცხოველური ცხიმებისგან ბიოდიზელის წარმოება დაიწყო

news image

Biodiesel Georgia • ბიოდიზელი ჯორჯიას ბიზნეს მოდელი ეტაპობრივად ფართოვდება. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას ჰოლდინგის დამფუძნებელმა, მურმან პატარაიამ განაცხადა, მათ საწარმოში ცხოველური ცხიმებისგან ბიოდიზელის წარმოება დაიწყეს.

„ჰოლდინგმა Biodiesel Georgia-მ დაამატა ახალი მიმართულება ბიზნესში. ჩვენ დავიწყეთ ცხოველური ცხიმების შეგროვება სასაკლაოებიდან, რომელსაც ადგილზე ვამუშავებთ და ბიოდიზელის საწარმოებლად გამოვიყენებთ. აღნიშნული ნედლეული წლების განმავლობაში ნაგავსაყრელებზე იყრებოდა. საუბარი მაქვს გამოუყენებელ ნედლეულზე, რომელიც გარემოს ზიანს აყენებდა. დღეს Biodiesel Georgia-მ გადაწყვიტა, ეს ნედლეული გამოიყენოს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. მას ასევე მივაწვდით ჩვენს პარტნიორ კომპანიებს. ეს იქნება ნაბიჯი ნარჩენების მართვის, გარემოზე ზიანის შემცირების და ბიოდიზელის წარმოების განვითარებისთვის“, - აცხადებს მურმან პატარაია.

ამ დროისთვის Biodiesel Georgia ზუსტ მონაცემებს არ ფლობს, თუ რა მოცულობის ცხოველური ცხიმების შეგროვება და გადამუშავება იქნება შესაძლებელი.

„მოლოდინი ნედლეულთან დაკავშირებით ზუსტად არ ვიცი. ამაზე დეტალური მონაცემები ძალიან მალე გვექნება“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

ცნობილია, რომ ახალი საწარმო ვაზიანში, Green Hub-ის ტერიტორიაზე შენდება, რომლის ინვესტიციის მოცულობა რამდენიმე მილიონ ევროს შეადგენს.

„რაც შეეხება ახალი საწარმოს მშენებლობას, ამ დროისთვის გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ვმუშაობთ, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა ჰარმონიზდეს. პროცესის დასრულების შემდეგ აქტიურად გავაგრძელებთ წარმოების მშენებლობას. საუბარია ახალ გადამამუშავებელ საწარმოზე Green Hub-ზე. ამჟამად ველოდებით რამდენიმე მიმართულებით კანონმდებლობის ჰარმონიზებას, შემდეგ კი აქტიურად გავაგრძელებთ მშენებლობას“, - აღნიშნავს მურმან პატარაია.

სამომავლოდ Biodiesel Georgia ბიოგაზის წარმოებასაც გეგმავს. აღნიშნული პროექტიც Green Hub-ის ტერიტორიაზე განხორციელდება. 

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კავკასიაში პირველი სერტიფიცირებული საწარმო Biodiesel Georgia ქვემო ქართლში ახორციელებს ახალ პროექტს Green Hub, სადაც არამხოლოდ ახალი გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდება, არამედ თავმოყრილია ყველა გადამამუშავებელი, რომელიც ნარჩენებიდან იწარმოება.

Biodiesel Georgia-მ ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით, საქართველოს ისტორიაში პირველად 2017 წელს დააფუძნა ბიოდიზელის საწარმო და დაიწყო ალტერნატიული, განახლებადი და ეკო-მეგობრული საწვავის წარმოება გამოყენებული მეორადი საკვები ზეთისგან.

გამოყენებული საკვები ზეთის ნარჩენებისგან ბიოდიზელის წარმოებით, კომპანია ეხმარება ქვეყანას სხვადასხვა საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში, ასევე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევაში.

ბიოსაწვავის მწვანე პროექტმა მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა როგორც საქართველოს ეკონომიკას, ისე ეკოლოგიას და შექმნა 100-მდე ახალი სამუშაო ადგილი.

„ვამაყობთ, რომ ჰოლდინგი Biodiesel Georgia დაჯილდოვდა პრესტიჟული ჯილდოთი Meliora 2022 - საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში კატეგორიაში „მწვანე ინიციატივა“.

პირველი წარმატებული „მწვანე“ პროექტის შემდეგ, ჰოლდინგმა Biodiesel Georgia დაიწყო მსგავსი ინიციატივების განხორციელება, როგორიცაა გამოყენებული მინერალური ზეთების შეგროვება და გადამუშავება. ნარჩენები აგროვდება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ადგილზე ვამუშავებთ და ვექსპორტავთ პარტნიორ კომპანიებთან ევროკავშირის ბაზარზე, ბაზელის კონვენციის რეგულაციების სრული დაცვით.

ჰოლდინგი მუდმივად ვითარდება და ამჟამად მიმდინარეობს კიდევ ერთი „მწვანე“ პროექტი – ბიოგაზის ინდუსტრიული წარმოება საქართველოში. იგი მიიღება სხვადასხვა ნარჩენებისგან, როგორიცაა: კვების ნარჩენები ჰორეკა ბიზნესიდან, ფერმერული მეურნეობების ნარჩენები, ნებისმიერი სახის ორგანული ნარჩენები, სასაკლაოს ნარჩენები და ა.შ. ბიოგაზიდან გამომუშავებული ელექტროენერგია გამოიყენება სხვადასხვა საბოლოო ბენეფიციარისთვის.

Biodiesel Georgia მოწინავე პოზიციაზეა ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში, ნარჩენების მართვაში, ეკო-მეგობრული ინიციატივების განხორციელებაში და ცირკულარული ეკონომიკის განვითარებაში. ჰოლდინგი სწრაფად ზრდის ბიოსაწვავის წარმოების მასშტაბებს და ტენდენციებს, ხოლო ახალი, უფრო დიდი თანამედროვე ბიოდიზელის საწარმოს მშენებლობა უკვე დაიწყო ახალ ლოკაციაზე.

Biodiesel Georgia ნათელი მაგალითია იმისა, როგორ შეუძლია კერძო კომპანიას მოუტანოს სარგებელი ეკონომიკას, ეკოლოგიას, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, განავითაროს განახლებადი ენერგიის წყაროები, უზრუნველყოს ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობა და შეუწყოს ხელი საქართველოს მდგრად განვითარებას“, - ვკითხულობთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image დაიბრუნეთ 25% ბიზნეს Mastercard-ით გადახდისას და ისარგებლეთ უფასო გადარიცხვებით საქართველოს ბანკისგან

28.10.2025.18:55

საქართველოს ბანკი ბიზნესის აქტიურ მხარდაჭერას განაგრძობს და მუდმივ რეჟიმში ქმნის კომფორტულ, მოქნილ და ეფექტური სისტემას ფინანსებისა მართვისა და გადახდებისთვის.

ამ მხარდაჭერის ფარგლებში, ბანკმა განსაკუთრებული შეთავაზებები მოამზადა მათთვის, ვისაც 2025 წლის 1-ელი აგვისტოდან 1 ოქტომბრამდე არ უსარგებლია  ბიზნეს მობილბანკით ან ინტერნეტბანკით, ან ჯერ ისევ არ აქვს იურიდიული პირის ბიზნეს ანგარიში.

კამპანია 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება და რამდენიმე სარგებელს აერთიანებს:

25% ქეშბექი Mastercard-ის ბიზნეს ბარათით გადახდისას

შესყიდვები, მცირე თუ მსხვილი ხარჯები ნებისმიერი ბიზნესის ყოველდღიურობის ნაწილია. მოახლოებულ ფასდაკლებებთან ერთად დამატებითი ქეშბექი გამორჩეული სარგებელია.

კამპანიის ფარგლებში, 31 დეკემბრის ჩათვლით, ბიზნესები Mastercard ბიზნეს ბარათით  შესრულებულ ნებისმიერი ტიპის გადახდაზე 25%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ. ქეშბექი მოქმედებს თუ:

• იხდით ონლაინ ან ყიდულობთ ციფრული აპლიკაციების გამოწერებს;

• თუ იხდით ფიზიკურად და ყიდულობთ საკანცელარიო ნივთებს ოფისისთვის.

კამპანიის ფარგლებში, Mastercard ბიზნეს ბარათზე ნებისმიერ გადახდის მეოთხედი, მაქსიმუმ 500 ლარი, უკან დაგიბრუნდებათ თუ 1 აგვისტოს შემდეგ პირველად გამოიყენებთ ბიზნეს მობილბანკს ან ინტერნეტბანკს. ბარათის შეკვეთა ონლაინ შეგიძლიათ.

უფასო გადარიცხვები

თანამედროვე ბიზნესის წარმატება მუდმივ გადარიცხვებს, სწრაფ ანგარიშსწორებებსა და ხშირ საერთაშორისო ოპერაციებს გულისხმობს, რაც, როგორც წესი, საკომისიო ხარჯებთანაა დაკავშირებული.

კამპანიის ფარგლებში კი შეგიძლიათ გადარიცხოთ ბიზნეს მობილბანკით ან ინტერნეტბანკით თვეში 1 000 000 ლარამდე თანხა სასურველ ვალუტაში ყოველგვარი საკომისიოს გარეშე.

M ბიზნეს ნაკრები 3 თვით უფასოდ

კამპანიის მესამე და მნიშვნელოვანი შეთავაზება M ბიზნეს ნაკრებია, რომლითაც სამი თვის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებთ.

ბიზნეს ნაკრები მოიცავს ბიზნესის გამართულად მუშაობისთვის საჭირო ყველა ძირითად პროდუქტსა და სერვისს. M ნაკრები კიდევ ბევრ სხვა უპირატესობას აერთიანებს, დეტალებს ამ ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ.

კამპანიის ფარგლებში 3 თვით უფასოდ შეძლებთ:

• გაანაღდოთ მარტივად: ბანკომატიდან განაღდების დღიური ლიმიტი 30 000 ლარია.

• დაზოგოთ გადარიცხვებზე და კომუნალურებზე: გადარიცხვებზე და გადასახადებზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებთ.

• გადაანაწილოთ ხარჯები: 2 ციფრულ და 2 პლასტიკურ ბარათს უფასოდ მიიღებთ.

საქართველოს ბანკის ბიზნეს პროდუქტები კარგი შესაძლებლობაა ფინანსების სამართავად, რუტინული ოპერაციების გასამარტივებლად და საინტერესო შეთავაზებების მისაღებად. კამპანიაში ჩასართავად, დარეგისტრირდით ბმულზე 31 დეკემბრამდე!

გაიგეთ მეტი საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკის შესაძლებლობების შესახებ. ხოლო თუ ჯერ არ ხართ ბანკის მომხმარებელი, გახსენით ანგარიში  ონლაინ, 2 წუთში.

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა