Cashback-ის ყველაზე ცხელი აქცია ლიბერთის მომხმარებლებისთვის
25 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით, არ გამოტოვო ქეშბექის ყველაზე ცხელი აქცია — შეარჩიე რაც ზაფხულისთვის გჭირდება, გადაიხადე ლიბერთის ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 60%-მდე, მომენტალურად!
მეგობარი ობიექტები:
Beauty Scent| 25 - 26 ივლისი | 50% ქეშბექი | ვრცელდება სრულ კოლექციაზე,
Lorenzo Pazzaglia და Essential Parfums გარდა - ქეშბექი ვრცელდება ფასდაკლებულ პროდუქციაზეც.
სათვალის გალერეა | 25 - 27 ივლისი | 60% ქეშბექი | ლიმიტი - 300 ლარი - ტოპ|ქარდით გადახდისას შესაძლებელია მხოლოდ თანხის გადანაწილების შეთავაზებით სარგებლობა.
ტანსაცმლის გალერეა | 25 - 27 ივლისი | 40% ქეშბექი | ლიმიტი - 500 ლარი - * ტოპ|ქარდით გადახდისას შესაძლებელია მხოლოდ თანხის გადანაწილების შეთავაზებით სარგებლობა.
გოგორელიანი| 26–27 ივლისი | 40% ქეშბექი
ძველი სუფრა | 26 –27 ივლისი | 50% ქეშბექი | ლიმიტი - 200 ლარი
Seventeen Rooms (თელავი) | 27–30 ივლისი | 20% ქეშბექი
Nail Sunny | 27 ივლისი – 1 აგვისტო | 25% ქეშბექი | ლიმიტი - 50 ლარი | ქეშბექი ვრცელდება მხოლოდ შერჩეულ პროცედურებზე (თმის მოვლის ყველა პროცედურა, პერმანენტული მაკიაჟი, კოსმეტოლოგიური ყველა პროცედურა, ლაზერული ეპილაცია, წარბ-წამწამის ლამინირების პროცედურა, წამწამების დაგეძელების პროცედურა) - ტოპ|ქარდით გადახდისას შესაძლებელია მხოლოდ თანხის გადანაწილების შეთავაზებით სარგებლობა.
Yves Rocher| 28 ივლისი | 20% ქეშბექი | ლიმიტი - 100 ლარი - ქეშბექი დაემატება არსებულ 50%-მდე ფასდაკლებას. ტოპ|ქარდით გადახდისას შესაძლებელია მხოლოდ თანხის გადანაწილების შეთავაზებით სარგებლობა.
MAC | 30–31 ივლისი | 30% ქეშბექი | ლიმიტი - 50 ლარი | Studio Liberty-ს ბარათით გადახდისას 50% ქეშბექი | ლიმიტი - 100 ლარი - ქეშბექი ვრცელდება მხოლოდ სავაჭრო ცენტრ ,,მერანში'' არსებულ MAC-ის მაღაზიაში.
ATELIER REBUL| 30–31 ივლისი | 30% ქეშბექი | ლიმიტი - 50 ლარი
TUTA | 1–2 აგვისტო | 15% ქეშბექი
Trendy Room| 1–2 აგვისტო | 30% ქეშბექი
Petit Bazar | 2–3 აგვისტო | 20% ქეშბექი
გადავიმეოროთ ქეშბექის მიღების წესები:
1. გადმოწერე აპლიკაცია ან შედი ვებგვერდზე: cashback.ge
2. გაიაქტიურე სასურველი შეთავაზება წინასწარ
3. გადაიხადე ლიბერთის ნებისმიერი ბარათით, ლიბერთის ტერმინალზე
4. თუ ჯერ კიდევ არ ხარ ლიბერთის მომხმარებელი, გახდი ჩვენიანი ონლაინ: https://bit.ly/3wF6LjG
წესები დეტალურად: შეთავაზების გასააქტიურებლად, გადმოწერეთ CashBack ის აპლიკაცია: iOS | Android ან შედით ვებ გვერდზე cashback.ge.
თუ უკვე ხართ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკის მომხმარებელი, CashBack-ის აპლიკაციაში ავტორიზაციას იგივე მონაცემებით გაივლით. თუ ჯერ არ სარგებლობთ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკით, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია. ავტორიზაციის გავლის შემდეგ, CashBack ის აპლიკაციაში აირჩიეთ სასურველი მეგობარი ობიექტი, დააჭირეთ ღილაკს "აქტივაცია" და ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, დაიბრუნეთ თანხა მომენტალურად.
სხვა სიახლეები
01.08.2025.18:00
„ჭრებალოს მარანი“ როგორც სარესტორნო სივრცე 2022 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. ახალ სეზონზე კი კომპანია მომხმარებლებს სხვადასხვა სიახლეს სთავაზობს. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს „ჭრებალოს მარნის“ დამფუძნებელმა სალომე ლეკიშვილმა განუცხადა.
„ახალ სეზონს გაფართოებული სივრცით შევხვდით. აქამდე სტუმრებს ვიღებდით მხოლოდ ერთ დარბაზში. წელს კი გაფართოვდა ეზოს ტერიტორია, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ უფრო მეტი ადამიანი მივიღოთ. დავამატეთ დარბაზი ქვედა სართულზე, სრულიად ახალი და განსხვავებული დიზაინით. მას აქვს უნიკალური კონცეფცია, რომელიც შეიმუშავა იმავე დიზაინერულმა ჯგუფმა (DODO Designs),
რომელიც ჩვენს სივრცეს საწყისი ეტაპიდან, დღემდე ქმნის და ავითარებს.
ამ ეტაპზე უკვე შეგვიძლია სტუმრების მიღება რამდენიმე განსხვავებულ სივრცეში. მარანს აქვს შესაძლებლობა, ერთდროულად უმასპინძლოს სხვადასხვა ჯგუფს: შესაძლებელია ერთ დარბაზში იმართებოდეს ერთი ღონისძიება, ხოლო მეორეში მეორე.
სივრცეების და შესაძლებლობების გაფართოების შედეგად, სტუმრებს უკვე ვთავაზობთ მომსახურებას ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებების გასამართად, როგორიცაა ქორწილები, ნათლობები, დაბადების დღეები და სხვა დღესასწაულები.
ეს არის ჩვენი მთავარი სიახლე მიმდინარე სეზონისთვის. თუმცა, პარალელურად დავიწყეთ სასტუმრო მიმართულების განვითარებაც. პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია და შემდეგი ზაფხულის სეზონისთვის მზად ვიქნებით, რომ სტუმრებს ვუმასპინძლოთ. კერძების მიმართულებით განსაკუთრებული სიახლეები ამ ეტაპზე არ გვაქვს, თუმცა დავამატეთ მეორე ბარი და მენიუში განვათავსეთ ახალი კოქტეილები, რაც დამატებით მრავალფეროვნებას ქმნის.
ახალ სივრცეში გამორჩეული, უნიკალური დიზაინია. გვაქვს ბუხრის კუთხე რბილი დასაჯდომებით, რაც განსაკუთრებით კომფორტულია ცივ სეზონზე, შემოდგომის მიწურულიდან ზამთრის განმავლობაში. ბუხრის სივრცე ყოველთვის დიდი მოთხოვნით სარგებლობდა “, - ამბობს სალომე ლეკიშვილი.
აღსანიშნავია, რომ ობიექტის მიმართ ინტერესი და მოთხოვნა სტაბილურად მზარდია.
„რემონტის გამო ოდნავ დაგვიანებით გავხსენით, თუმცა აშკარად შეინიშნება ვიზიტორთა მატება. გვყავს როგორც ბევრი ადგილობრივი, ქართველი ტურისტი, ასევე მრავლად არიან უცხოელი სტუმრებიც “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
„ჭრებალოს მარანი“ აქტიურად გეგმავს გაფართოებას ტურისტული მიმართულებით და ბუტიკური სასტუმროს შექმნას.
„ჩვენი მიზანი, სასტუმროს მიმართულებით ტურისტული პოტენციალის განვითარებაა. ვგეგმავთ ბუტიკური ტიპის სასტუმროს შექმნას, რომელსაც ექნება უნიკალური დიზაინი. ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენს მარნის სივრცეს, რომლის კონცეფციაც თავიდანვე განსაკუთრებული ვიზუალით გამოირჩეოდა.
კომპანია “დოდო დიზაინსთან” და არქიტექტორ პავლე მაისურაძესთან თანამშრომლობით შეიქმნა ძალიან საინტერესო კონცეფცია. ეს იქნება 8 ერთმანრთისგან სრულიად განსხვავებული დიზაინის ოთახი, რაც შთაგონებულია რაჭის ადგილობრივი ყურძნის ჯიშებით, როგორიცაა თეთრა, მწვანე, ცოლიკაური სხვა. თითოეული ოთახი ატარებს ამ ყურძნის ჯიშების სახელებს.
გვაქვს სურვილი, ერთ სივრცეში შევთავაზოთ სტუმრებს მაქსიმალურად კომფორტული და მრავალფეროვანი მომსახურება. ეს ჩვენი განვითარების მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა.
სასტუმროს შემდეგ კი ვგეგმავთ მომსახურების არეალის კიდევ უფრო გაფართოებას “, - აღნიშნავს სალომე ლეკიშვილი.
ცნობისთვის, „ჭრებალოს მარანი“ სარესტორნო სივრცის გარდა საკუთარ ღვინოსაც ფლობს და აწარმოებს. კომპანიის ღვინო წარმოდგენილია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.