Emaar Properties/Eagle Hills-ის შემოსვლით მოხდება საქართველოს, როგორც ახალი საინვესტიციო მიმართულების მონიშვნა რუკაზე - ილია წულაია
Emaar Properties/Eagle Hills-ის შემოსვლით მოხდება საქართველოს, როგორც ახალი საინვესტიციო მიმართულების მონიშვნა რუკაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ნომერ პირველი კომპანიის შემოსვლა ბაზარზე არის გზამკვლევი სხვა ინვესტორებისთვის, - განაცხადა ბიზნესმენმა ილია წულაიამ.
მან 6 მილიარდიან ინვესტიციასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„როდესაც ჩემთვის პირველად გახდა ცნობილი ამ ინვესტიციის შესახებ, მაშინვე ძალიან პოზიტიურად შევხვდი. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მხრივ შეიძლება გეთქვა, რომ ამხელა კონკურენტი და მსოფლიო მასშტაბის მოთამაშე შემოდის ბაზარზე, პირიქით, ძალიან დიდი სიხარულით შევხვდი ასეთი კომპანიის შემოსვლას და ავხსნი რატომაც. პირველ რიგში „Emaar“-ი არის მსოფლიოში ნომერ პირველი უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია, ყველაზე ცნობილი ბრენდი მსოფლიოში ამ ბაზარზე, უზარმაზარი აქტივებით. 40 მილიარდ დოლარზე მეტი აქტივები აქვს და 20 მილიარდ დოლარზე მეტი გაყიდვები აქვს ყოველწლიურად, რაც არის წარმოუდგენელი მასშტაბი. შედარებისთვის, რომ ავიღოთ მთელი ქართული ბაზარი არის ორ მილიარდ ნახევარი დოლარი ყოველწლიურად და დაახლოებით 8-ჯერ მეტი აქვს მარტო ამ ერთ კომპანიას გაყიდვები და უფრო მეტი.
შესაბამისად, „Emaar“-ის შემოსვლით მოხდება საქართველოს, როგორც ახალი საინვესტიციო მიმართულების მონიშვნა რუკაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა ჩვენთან ბევრი უცხოელი ყიდულობს საინვესტიციოდ უძრავ ქონებას, ბევრ ინვესტიციას ახორციელებს, მაგრამ „Emaar“-ი არის გზამკვლევი. ნომერ პირველი კომპანიის შემოსვლა ბაზარზე არის გზამკვლევი სხვა ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ილია წულაიამ.
სხვა სიახლეები
სილქ როუდ ჯგუფ ჰოლდინგმა წარმატებით განათავსა თავისი პირველი საერთაშორისო 400 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები
30.10.2025.16:30
Ევროობლიგაციების Ყველაზე მსხვილი ემისია საქართველოს კერძო სექტორის ისტორიაში.
სილქ როუდ ჯგუფ ჰოლდინგმა წარმატებით განათავსა თავისი პირველი საერთაშორისო 400 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები, რაც ყველაზე მსხვილი ემისიაა ქვეყნის კერძო სექტორის ისტორიაში.
5-წლიანი ობლიგაციები განთავსდა ირლანდიის ბირჟაზე, წლიური 7.5%-იანი განაკვეთით, რაც ბოლო წლებში კერძო კორპორატიული ემიტენტის ყველაზე კონკურენტუნარიან მაჩვენებელს წარმოადგენს.
ემისიის პროცესს ხელმძღვანელობდნენ J.P. Morgan და UBS, ხოლო თანაწამყვანი მენეჯერები იყვნენ თიბისი კაპიტალი, გალტ & თაგარტი და Oppenheimer.
"ვამაყობთ, რომ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე გავედით ინვესტორების ასეთი ძლიერი მხარდაჭერით. ობლიგაციებზე მოთხოვნამ 3-ჯერ გადააჭარბა ემისიის მოცულობას და მიაღწია 1.3 მილიარდ დოლარს, რაც ნათლად ასახავს საერთაშორისო ინვესტორების ნდობას სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგის და განვითარების სტრატეგიის მიმართ” - გიორგი რამიშვილი, სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი.