მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7112.4
0.0185
flag
AZN 1.6005
0.0039
flag
CNY 38.329
0.0113
flag
EUR 3.174
0.013
flag
GBP 3.6265
0.0033
flag
KZT 50.95
0.0044
flag
TRY 0.0648
0.0001
flag
USD 2.7212
0.006

ევროპის მძლეოსნობის კონგრესი, კონვენცია და გალა დაჯილდოება 2025 - „კოკა-კოლა“ ევროპის მძლეოსნობის ფედერაციის წლის მთავარი ღონისძიების წარმდგენია

news image

2025 წლის 23-25 ოქტომბერს, ევროპის მძლეოსნობის წლის ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ღონისძიებას - „ევროპის მძლეოსნობის კონგრესი, კონვენცია და გალა დაჯილდოება 2025“-ს - საქართველო პირველად უმასპინძლებს. საერთაშორისო კონგრესის წარმდგენი კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაა“. ღონისძიება, რომელიც წელს ბათუმში ტარდება, ევროპული მძლეოსნობის სამყაროს ყველაზე პრესტიჟულ და წარმომადგენლობით შეხვედრად მიიჩნევა. კონგრესის ფარგლებში, ზღვისპირა ქალაქში, ევროპის მძლეოსნობის პრეზიდენტი და საბჭოს წევრები, ევროპის მძლეოსნობის 49 ქვეყნის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი, მსოფლიო და ევროპის მძლეოსნობის საპატიო სტუმრები და წამყვანი სპორტსმენები შეიკრიბებიან.

ევროპის მძლეოსნობის კონგრესისა და  კომპანია „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პარტნიორობა, მსოფლიო ბრენდისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და დადასტურებაა, რომ სპორტის სამყაროში სხვადასხვა სახეობების განვითარების მთავარ ხელშემწყობი და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ფლაგმანია. „კოკა-კოლას“ მხრიდან, საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიების მხარდაჭერის მიზანია სპორტის ინდუსტრიაში ევროპული სტანდარტების დანერგვა და ქვეყნის სპორტული პოტენციალის  საერთაშორისო ასპარეზზე  წარმოჩენა. ეს არის შესაძლებლობა, საქართველო წარმოდგენილი იყოს როგორც თანამედროვე, საერთაშორისო მასშტაბის სპორტული ღონისძიებების მასპინძელი ქვეყანა.

 

ევროპის მძლეოსნობის კონგრესი,  22-23 ოქტომბერს ევროპის მძლეოსნობის საბჭოს შეხვედრებით დაიწყება. 24 ოქტომბერი კი ვორქშოპებს დაეთმობა, სადაც განხილვის მთავარი თემები: მძლეოსნობა ყველასთვის, მდგრადი განვითარება სპორტში და სწორი მმართველობა იქნება. დღის ბოლოს ევროპის მძლეოსნობის კონგრესის რეპეტიცია და საბჭოს წევრობის კანდიდატების პრეზენტაციები გაიმართება. 25 ოქტომბერს კი ევროპის მძლეოსნობის კონგრესის დღეა, სადაც გასული ორი წლის სამუშაო პროცესი შეჯამდება, საბჭოს ახალი წევრები აირჩევიან და მომდევნო საარჩევნო-საანგარიშო კონგრესის მასპინძელი ქალაქი განისაზღვრება. 

 

ღონისძიების კულმინაცია კი 25 ოქტომბრის საღამოს - გრანდიოზული გალა დაჯილდოება “Golden Tracks” იქნება, რომელსაც 300-მდე სტუმარი დაესწრება, მათ შორის ევროპის ყველაზე წარმატებული და ცნობილი მძლეოსნები. გალა მიღებაზე გამოვლინდებიან ევროპის მძლეოსნობის წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი და მამაკაცი, ასევე ამომავალი ვარსკვლავი ქალი და მამაკაცი. გარდა ამისა, სპეციალური ჯილდოები ევროპის მძლეოსნობის ფედერაციის წარმომადგენლებს, მწვრთნელებს, მსაჯებსა და სპორტის ამ სახეობაში მოღვაწე სხვა დამსახურებულ პირებს გადაეცემათ. 

 

მსოფლიო ბრენდი „კოკა-კოლა“ და ბუნებრივი, მინერალური წყალი „მთის“ წლებია საერთაშორისო მასშტაბის სპორტული ღონისძიებების - ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებისა თუ კონტინენტური ტურნირების პარტნიორია. საქართველოში კი კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ სისტემატური მხარდამჭერია ისეთი სპორტული ღონისძიებების, რომლებიც საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესს ამკვიდრებენ და არაერთ სპორტსმენს აერთიანებენ. სწორედ ამ გამოცდილების გაგრძელებაა, რომ   „კოკა-კოლა“ და ბუნებრივი, მინერალური წყალი „მთის“, ამჯერად, ევროპის მძლეოსნობის კონგრესის, კონვენციისა და გალა დაჯილდოების წარმდგენია. 

---

ევროპის მძლეოსნობის ყოველწლიური კონვენცია პირველად 2008 წელს ჩატარდა. საერთაშორისო ღონისძიების მიზანია წევრი ფედერაციების მხარდაჭერა და კავშირების გაღმავების შესაძლებლობა.  „Golden Tracks Gala“  კი -  ევროპული მძლეოსნობის ყველაზე პრესტიჟული და  სპორტული წლის შემაჯამებელი კორპორატიული ღონისძიებაა. 

წლების განმავლობაში “Golden Tracks Gala”-ს გამარჯვებულებს შორის იყვნენ მსოფლიო დონის ისეთი მძლეოსნები, როგორებიც არიან: 

  • არმანდ დუპლანტისი (შვედეთი) — ჭოკით ხტომის მსოფლიო რეკორდსმენი,ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი; 
  • იაკობ ინგებრიცენი (ნორვეგია) — 1500მ და 3000მ რბენის მსოფლიო რეკორდსმენი, ოლიმპიური და ექვსგზის ევროპის ჩემპიონი;
  • იორასლავა მაჰუჩიხი (უკრაინა) — სიმაღლეზე ხტომის მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი; 
  • ფემკე ბოლი (ნიდერლანდები) — დახურულ დარბაზში 400მ რბენის მსოფლიო რეკორდსმენი, ოლიმპიური და ხუთგზის ევროპის ჩემპიონი.

ღონისძიება სპორტს, კულტურასა და ევროპული თანასწორობის სულისკვეთებას აერთიანებს, რაც საქართველოს პოზიციას საერთაშორისო სპორტულ რუკაზე კიდევ უფრო განამტკიცებს. 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image დაიბრუნეთ 25% ბიზნეს Mastercard-ით გადახდისას და ისარგებლეთ უფასო გადარიცხვებით საქართველოს ბანკისგან

28.10.2025.18:55

საქართველოს ბანკი ბიზნესის აქტიურ მხარდაჭერას განაგრძობს და მუდმივ რეჟიმში ქმნის კომფორტულ, მოქნილ და ეფექტური სისტემას ფინანსებისა მართვისა და გადახდებისთვის.

ამ მხარდაჭერის ფარგლებში, ბანკმა განსაკუთრებული შეთავაზებები მოამზადა მათთვის, ვისაც 2025 წლის 1-ელი აგვისტოდან 1 ოქტომბრამდე არ უსარგებლია  ბიზნეს მობილბანკით ან ინტერნეტბანკით, ან ჯერ ისევ არ აქვს იურიდიული პირის ბიზნეს ანგარიში.

კამპანია 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება და რამდენიმე სარგებელს აერთიანებს:

25% ქეშბექი Mastercard-ის ბიზნეს ბარათით გადახდისას

შესყიდვები, მცირე თუ მსხვილი ხარჯები ნებისმიერი ბიზნესის ყოველდღიურობის ნაწილია. მოახლოებულ ფასდაკლებებთან ერთად დამატებითი ქეშბექი გამორჩეული სარგებელია.

კამპანიის ფარგლებში, 31 დეკემბრის ჩათვლით, ბიზნესები Mastercard ბიზნეს ბარათით  შესრულებულ ნებისმიერი ტიპის გადახდაზე 25%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ. ქეშბექი მოქმედებს თუ:

• იხდით ონლაინ ან ყიდულობთ ციფრული აპლიკაციების გამოწერებს;

• თუ იხდით ფიზიკურად და ყიდულობთ საკანცელარიო ნივთებს ოფისისთვის.

კამპანიის ფარგლებში, Mastercard ბიზნეს ბარათზე ნებისმიერ გადახდის მეოთხედი, მაქსიმუმ 500 ლარი, უკან დაგიბრუნდებათ თუ 1 აგვისტოს შემდეგ პირველად გამოიყენებთ ბიზნეს მობილბანკს ან ინტერნეტბანკს. ბარათის შეკვეთა ონლაინ შეგიძლიათ.

უფასო გადარიცხვები

თანამედროვე ბიზნესის წარმატება მუდმივ გადარიცხვებს, სწრაფ ანგარიშსწორებებსა და ხშირ საერთაშორისო ოპერაციებს გულისხმობს, რაც, როგორც წესი, საკომისიო ხარჯებთანაა დაკავშირებული.

კამპანიის ფარგლებში კი შეგიძლიათ გადარიცხოთ ბიზნეს მობილბანკით ან ინტერნეტბანკით თვეში 1 000 000 ლარამდე თანხა სასურველ ვალუტაში ყოველგვარი საკომისიოს გარეშე.

M ბიზნეს ნაკრები 3 თვით უფასოდ

კამპანიის მესამე და მნიშვნელოვანი შეთავაზება M ბიზნეს ნაკრებია, რომლითაც სამი თვის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებთ.

ბიზნეს ნაკრები მოიცავს ბიზნესის გამართულად მუშაობისთვის საჭირო ყველა ძირითად პროდუქტსა და სერვისს. M ნაკრები კიდევ ბევრ სხვა უპირატესობას აერთიანებს, დეტალებს ამ ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ.

კამპანიის ფარგლებში 3 თვით უფასოდ შეძლებთ:

• გაანაღდოთ მარტივად: ბანკომატიდან განაღდების დღიური ლიმიტი 30 000 ლარია.

• დაზოგოთ გადარიცხვებზე და კომუნალურებზე: გადარიცხვებზე და გადასახადებზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებთ.

• გადაანაწილოთ ხარჯები: 2 ციფრულ და 2 პლასტიკურ ბარათს უფასოდ მიიღებთ.

საქართველოს ბანკის ბიზნეს პროდუქტები კარგი შესაძლებლობაა ფინანსების სამართავად, რუტინული ოპერაციების გასამარტივებლად და საინტერესო შეთავაზებების მისაღებად. კამპანიაში ჩასართავად, დარეგისტრირდით ბმულზე 31 დეკემბრამდე!

გაიგეთ მეტი საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკის შესაძლებლობების შესახებ. ხოლო თუ ჯერ არ ხართ ბანკის მომხმარებელი, გახსენით ანგარიში  ონლაინ, 2 წუთში.

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა