მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7153.5
0.0109
flag
AZN 1.6115
0.0029
flag
CNY 38.525
0.0027
flag
EUR 3.2234
-0.0142
flag
GBP 3.701
-0.0328
flag
KZT 50.62
0.0008
flag
TRY 0.0662
0
flag
USD 2.7405
0.0049

Fitch-მა Silk Road Group-ს 'BB-' რეიტინგი მიანიჭა, სტაბილური პერპექტივით

news image

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა Silk Road Group Holding LLC-ს (Silk Road) მიანიჭა „BB-“ სტაბილური პერპექტივით. რეიტინგი ეფუძნება Silk Road-ის მფლობელობაში არსებულ Silknet-ს, რომელიც საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მეორე უმსხვილეს ოპერატორს წარმოადგენს და მყარ პოზიციებს ინარჩუნებს, ასევე მის პრემიუმ კლასის სასტუმროებისა და კაზინოს საქმიანობას. Fitch-ის შეფასებით, აღნიშნული ბიზნესები ქმნიან მნიშვნელოვან შიდა ფულად ნაკადს, რაც თავის მხრივ, საკმარისი იქნება Silk Road-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ახალი უძრავი ქონების პროექტების დასაფინანსებლად. 

,,ჩვენ ველით, რომ Silk Road შეინარჩუნებს კორპორატიული მმართველობის მაღალ სტანდარტს, მათ შორის სამეთვალყურეო საბჭოში დამოუკიდებელი დირექტორების წარმომადგენლობის თვალსაზრისით. იმის გათვალისწინებით, რომ Silk Road-ის აქციონერები თავიანთი უმეტესად ერთობლივი აქტივების კონსოლიდაციას სწორედ Silk Road-ში ახორციელებენ, ჩვენ გვჯერა, რომ გარე აქციონერთა პროექტებთან დაკავშირებული რისკი შეზღუდულია. საბოლოოდ, Silk Road უმრავლესობაში ერთი ფიზიკური პირის კონტროლქვეშაა", - წერს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო ვარაუდობს, რომ Silknet შეინარჩუნებს ძლიერ კონკურენტული პოზიციებს  სტაბილურ ბაზარზე, სადაც წარმოდგენილია დაახლოებით 5.8 მილიონი მობილური და 1.2 მილიონი საცალო ინტერნეტ-მომხმარებელი. საქართველოში ბაზრის უმეტეს ნაწილს ორი მსხვილი ოპერატორი Magticom და Silknet ფლობს, ხოლო მცირე მოთამაშეები მხოლოდ უმნიშვნელო წილს ინარჩუნებენ. მარეგულირებელის მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში Silknet-ის ბაზრის წილი შემოსავლების თვალსზრისით მობილური კომუნიკაციების სეგმენტში 35%-ს, ხოლო ფიქსირებული ინტერნეტის საცალო სეგმენტში 34%-ს შეადგენდა.

2025 წლის ივნისში Silknet-მა მოიპოვა მნიშვნელოვანი 5G სიხშირის რესურსი, რითაც წარმატებით აღმოფხვრა მანამდე არსებული სტრატეგიული ნაკლი კონკურენტებთან შედარებით. Fitch-ის შეფასებით, ამ ეტაპზე Silknet პრაქტიკულად თანაბარ პირობებშია კონკურენტებთან სიხშირის რესურსების თვალსაზრისით. 

,,Silk Road აქტიურად გეგმავს უძრავი ქონებისა და დეველოპმენტის სეგმენტებში გაფართოებას, რაც გარკვეულ დივერსიფიკაციის თვალსაზრისით სარგებელს მოუტანს კომპანიას. უძრავი ქონებისა და დეველოპმენტის სფეროში მომუშავე კომპანიებს უფრო მაღალი ლევერიჯის შენარჩუნება შეუძლიათ, ვიდრე სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს. აღნიშნული პროექტები იგეგმება იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც უკვე სრულად Silk Road-ის საკუთრებაშია, რაც ჩვენი შეფასებით ამცირებს შესრულების რისკებს. თუმცა, ახალი უძრავი ქონების დეველოპმენტი ასევე შეიცავს რისკებს მათ შორის, ბაზარზე სუსტი მოთხოვნის მშენებლობის ხარჯების გადაჭარბებისა და დაგვიანების ნაწილში", - წერს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ი. 

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ი ვარაუდობს, რომ Silknet და არსებული ჰოსპიტალითი ოპერაციები გააგრძელებს ძლიერი ფულადი ნაკადების შექმნას, რომლის დიდი ნაწილი დაიხარჯება ახალი  პროექტების განვითარებაში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა უნიკალური გემო და უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტების გამოყენებაა -Saponchike

19.09.2025.18:00

Saponchike მაღაზია-მინი კაფის კონცეფციის სივრცეა, რომელიც 2024 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ხათუნა შონიას ესაუბრა.


როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

ჩვენი კომპანია მაღაზია-მინი კაფის კონცეფციისაა და ფუნქციონირებს 2024 წლის მაისიდან.

როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?

მომხმარებლებს ვთავაზობთ ყველასთვის საყვარელ კლასიკურ დონატს შიგთავსით, ასევე 20-ზე მეტ ორიგინალური გემოს დონატებს, რომლებიც ჩვენთვის ასოცირდება ბავშვობასთან და სასიამოვნო ემოციებთან.

დღევანდელი ასორტიმენტი მრავალფეროვანია და მოიცავს:

• ჩვენი ინტერპრეტაციით შექმნილ სინაროლებს;
• უნიკალურ შეფუთვაში წარმოდგენილ დესერტებს – ტრუფელებს;
• ნატურალურ წვენებზე დამზადებულ მილქშეიკებსა და ლიმონათებს;
• კლასიკურ ყავას;
• ჩამოსასხმელ ნაყინს.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

ზაფხული გაყიდვების თვალსაზრისით შედარებით მშვიდი პერიოდი აღმოჩნდა, რადგან ჩვენი მომხმარებლების დიდი ნაწილი დასასვენებლად იყო წასული.
თუმცა, სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ლოკაცია რამდენიმე უნივერსიტეტთან ახლოსაა, ვვარაუდობთ, რომ მოთხოვნა ყოველდღიურად გაიზრდება.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ორიგინალურ გემოს და უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტების გამოყენებას, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი პროდუქციის განსაკუთრებულ და განსხვავებულ გემოზე.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

კომპანია ახალი გახსნილია, ამიტომ უახლოესი პერიოდის მთავარი მიზანია ბრენდის ცნობადობის გაზრდა და მომხმარებელთა ნდობის მოპოვება.

დიდი სურვილი გვაქვს სამომავლოდ მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა ფორმატისა და მასშტაბის ღონისძიებებში.

ინფორმაციისთვის, სივრცე ქალაქ თბილისში, ილია ჭავჭავაძის 16 ნომერში მდებარეობს. სამუშაო საათებია ყოველ დღე 10:00 საათიდან 22:00 საათამდე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა